მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით

პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც სააკაშვილი წერს, ახლა საკითხი დგას ასე, ან გამარჯვება, ან სიკვდილი.

 

„საქმე ბევრად უფრო მძიმედაა, ვიდრე პარტიებისა და ცალკეული ადამიანების ბედი.

 

უნდა შევხედოთ, რა ხდება რეგიონში. რუსეთი აწარმოებს რეგიონულ დაპყრობით ომს. ივანიშვილმა მას შესთავაზა პეტენის რეჟიმის როლის განმეორება საქართველოში.

 

რა არის პეტენის რეჟიმი?

 

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მარშალი პეტენი შეთანხმდა ჰიტლერთან, რომ საფრანგეთი არ შეუერთდებოდა ანტიგერმანულ კოალიციას. ქვეყნის შიგნით მოკლავდა ან დაიჭერდა ჰიტლერის მტრებს, დაამყარებდა მთელ ეკონომიკას გერმანიასთან ურთიერთობებზე, და სხვა შიდა მმართველობის საკითხებში პეტენს არავინ შეეხებოდა. მას ექნებოდა ავტონომია, და საფრანგეთის ძირითადი ნაწილი არ იქნებოდა გერმანიის პირდაპირი ოკუპაციის ქვეშ. ეს პეტენმა გაასაღა მშვიდობად და ომის თავიდან აცილებად.

 

აბა, დაუფიქრდით - რამე ხომ არ გეცნობათ?

 

ის, რაც ქართველებს მშვიდობა ჰგონიათ ქოცების სახით, არის მწარე ილუზია.

 

ზუსტად ასეთი შეთანხმება ჰქონდა ჰიტლერს უნგრეთთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან. ერთი ერთზე იგივე ხდება რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ ომში გერმანიას როცა გაუჭირდა, მან გვერდზე გაწია თავისი მოკავშირე მარიონეტული რეჟიმები და მოახდინა ამ ყველა ქვეყნის მთლიანი და ძალიან სისხლიანი ოკუპაცია, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა გერმანიის სრულ ჩამოშლამდე.

 

ახლა რუსეთს ძალიან გაუჭირდა უკრაინასთან. პუტინი გრძნობს გარდაუვალი კრახის მოახლოებას და დაიწყო ფიქრი კუდის მოქნევაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ახლა რუსული მოძრაობები ცხინვალის რეგიონში. ეს არის ივანიშვილის შანტაჟი, რომ აღიაროს ოკუპირებული მიწების დამოუკიდებლობა. ივანიშვილი, თავის მხრივ, იმიტირებს დასავლეთთან დაახლოების სურვილს, მაგრამ დასავლეთი - არც ამერიკა და არც ევროპა - დღევანდელი ფორმით რეჟიმს არ მიიღებს და არ გადაეფარება. აი, პუტინისთვის კი საქართველოს სრული ფიზიკური გაკონტროლება ძალიან ადვილი საქმეა. ივანიშვილმა საკუთარი სიხარბითა და არაშორსმჭვრეტელობით მას უკვე მოუმზადა საფუძველი. ეკონომიკა, მათ შორის ტურიზმი, მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთზე, რაც ივანიშვილს აწყობს პირადი გამდიდრებისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის. საკმარისია რუსეთმა გამოაცხადოს ემბარგო, შეაჩეროს ტურისტული ნაკადი, ცხინვალიდან ორმა სამხედრო მანქანამ ჩაკეტოს მთავარი მაგისტრალი და ერთი რაკეტა მოარტყან ლუგარის ლაბორატორიას, ივანიშვილი გაქუსლავს, თბილისში პირდაპირ რუსი დაჯდება და სისხლის გუბეებს დააყენებს, გვაგრძნობინებენ რუსული ჩექმის მთელ სიმყრალესა და სისასტიკეს.

 

ახლა სწრაფი სვლით მივდივართ ამ რეალობის დადგომისკენ, და პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს. ამიტომ, ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით! ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. მინდა, რომ ჩემს ხუთი თვის შვილიშვილს, ილიკო სააკაშვილს, ჰქონდეს სამშობლო და იამაყოს თავისი წარმოშობით.

ახლა საკითხი ასე დგას: ან გამარჯვება, ან სიკვდილი. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ეს იყოს მტრის სიკვდილი და ჩვენი გამარჯვება", - წერს სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული
მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით
პრემიერი - ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს", რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც იბეჭდება
შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია
თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოსგან მხოლოდ დასაბუთებულ პრეტენზიებს მივიღებთ, მათთვის მთავარია, ტყუილებზე ყალბი რეზოლუციების დაშენება, ასეთ ადამიანებთან საუბარი რთულია
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს
შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ლაურა კასტელი – საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც უნდა იმუშაონ
ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კროსი – საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები?
ედიტე ესტრელა – დღეს მესამე ანგარიშია საქართველოზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ეს აჩვენებს იმ მნიშვნელობასა და გადაუდებლობას, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება
ნიკოლოზ სამხარაძე – ალან ბერსე ყველაფერს აკეთებს, რომ საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, საპარლამენტო ასამბლეაში არ დავბრუნდებით, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული ჩვენი დელეგაციის მანდატები
ირაკლი ზარქუა – ერთი მსოფლიო ჩემპიონატია გასართობი და მეორე ამ "კარენოი" "ნაცების" და ახალი "ნაცების" დაპირისპირება, ბელადმა ნანულა შემოიყვანა პოლიტიკაში და ჩემი "ბოკუ" ჩააჩოჩა