პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილებებით ზუსტდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმები.
„წესრიგდება საიმიგრაციო ვიზების კატეგორიები, მათ შორის შემოდის D6 კატეგორიის ვიზასთან დაკავშირებული რეგულაციები არასრულწლოვანთა სწავლის მიზნებისთვის.
კერძოდ, თუ უცხოელს სურს, საქართველოში უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს. თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი უნდა დააგროვოს.
კანონპროექტის თანახმად, თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც, ეს მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი გახდება.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესი, ზუსტდება სასწავლო და შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ბინადრობის პირობები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლების, გასაჩივრების პროცედურებისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების წესების სამართლებრივ რეგლამენტაციას", - ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძე – პუტინის მრჩევლად ე.წ. პრეზიდენტის გადაყვანა კომიკური ამბავია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვაა, რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ირაკლი კობახიძე - აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული
მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით
პრემიერი - ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს", რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც იბეჭდება
შალვა პაპუაშვილი – შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება, დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას ქვეყნის დამოუკიდებლობა ღირებულებად არ მიაჩნია
თენგიზ შარმანაშვილი – ევროსაბჭოსგან მხოლოდ დასაბუთებულ პრეტენზიებს მივიღებთ, მათთვის მთავარია, ტყუილებზე ყალბი რეზოლუციების დაშენება, ასეთ ადამიანებთან საუბარი რთულია
შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე
შალვა პაპუაშვილი: 4 წელი გვკვებეს, რომ იქნებოდა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირი დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს
შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ლაურა კასტელი – საქართველოში გარკვეული ოპოზიციური ძალები უფრო მეტად მხოლოდ მთავრობის დადანაშაულებით არიან დაკავებული, ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი არის ინსტიტუტებში, რომლებშიც უნდა იმუშაონ
ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კროსი – საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები?
ედიტე ესტრელა – დღეს მესამე ანგარიშია საქართველოზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ეს აჩვენებს იმ მნიშვნელობასა და გადაუდებლობას, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
ლევან ბეჟაშვილი – "ალიანსში" ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება