მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით შვიდი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. „ანაკლია საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ტვირთბრუნვის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის სიმბოლოა. ეს არის შესაძლებლობა, გაჩნდეს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი დიდი გემები, რომლებსაც ქართველი მეზღვაურები წარუძღვებიან მსოფლიოს ოკეანეებში", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პროცესში, მათ შორის მის როლზე შუა დერეფნის მარშრუტში.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.
„თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა აძლიერებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებაში და ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
მარიამ ქვრივიშვილი – ქართველი მეზღვაურები დღეს მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადი
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა
25 ივნისის ამინდის პროგნოზი
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო
22 ივნისის ამინდის პროგნოზი
სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში - კათოლიკოს-პატრიარქი შიო III