მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა
აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, წინადადება ალასკაზე გაკეთდა, მაგრამ შეთანხმებად არასოდეს ქცეულა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა.
„რუსეთს სურს, რომ დონბასის მთელი ტერიტორია გადაეცეს, გარდა სხვა საკითხებისა, რომლებიც მათ დააყენეს, თუმცა შეთანხმება არასოდეს ყოფილა. შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა", - განაცხადა მარკო რუბიომ.
როგორც რუბიომ აღნიშნა, შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, კონსტრუქციული როლი შეასრულოს უკრაინაში ომის დასრულების პროცესში.
ცნობისთვის, 24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ერთგული რჩება იმ შეთანხმებებისა და ურთიერთგაგებისა, რომლებიც მიღწეული იყო ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპს შორის 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებას. მათი ავტორი, ფაქტობრივად, ამერიკული მხარე იყო, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ თანხმობა განაცხადა ჩვენთვის შეთავაზებულ წინადადებებზე მას შემდეგ, რაც ისინი საფუძვლიანად შეისწავლა", - განაცხადა ლავროვმა.
მსგავსი სიახლეები
ისრაელის პრეზიდენტის შვეულმფრენმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა
მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა
ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
მარკო რუბიო – არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დააწესოს გადასახადი საერთაშორისო სრუტეზე, ამას თუ დავუშვებთ, პრეცედენტი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება
ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, 164 ადამიანი დაიღუპა
დეპორტაცია ლიეტუვაში - ჩეჩენი, რომელიც ქვეყანაში 20 წელი ცხოვრობდა, რუსეთს გადასცეს
ირანი ძალიან დიდ დათმობებზე მიდის, ვნახოთ, რა მოხდება - დონალდ ტრამპი
აშშ-ის სენატი წარმომადგენელთა პალატას შეუერთდა და ირანში ომის შეწყვეტას დაუჭირა მხარი - Reuters
,,ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს''- რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი''
,, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს''- რუსული მედია
ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია - ჯანმოს დირექტორი
EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს
ევროკავშირის ომბუდსმენი ტერეზა ანჟინიო, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს
ნიუ-იორკის მეტროში უსახლკარო კაცს 19 წლის ახალგაზრდამ ცეცლი წაუკიდა – დაკავებულს 5-წლით პატიმრობა მიესაჯა
დიმიტრი პესკოვი – სომხეთის ხელმძღვანელობა ამჟამად გზაჯვარედინზეა
საფრანგეთში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო
სერგეი ლავროვი – რუსეთი უკრაინის საკითხზე ულტიმატუმებს არ მიიღებს
დონალდ ტრამპი – ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ხოლო სენატი უდროო, უაზრო კენჭისყრას ატარებს და ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ აშშ-ს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს
ჯორჯია მელონი: აშშ-თან ურთიერთობები ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს