ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.

 

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის, გენერალ პოლ ჰოფსლოტის მიწვევით, ნიდერლანდებში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან გამართულ კონფერენციას დაესწრო.

 

შეხვედრის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა, ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

 

შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, გენერალ პოლ ჰოფსლოტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: საფრანგეთის, შვედეთის, კანადის, თურქეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ატაშეებს და განეხილათ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტს შორის მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. უკვე ოთხი წელია, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების ფარგლებში.

 

გასულ წელს, ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია, გენერალ პოლ ჰოფსლოტის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

 





მსგავსი სიახლეები
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
მარიამ ქვრივიშვილი – ქართველი მეზღვაურები დღეს მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადი
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა
25 ივნისის ამინდის პროგნოზი
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი
,,დღეს, ყველა, ვინც მას იცნობდა, ან, თუნდაც, ერთხელ შეხვედრია, დაამწუხრა თემურ უგულავას გარდაცვალებამ!'' - გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
Google Street View საქართველოში ოპერირებას ოფიციალურად იწყებს
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს - საპატრიარქო