ირაკლი კობახიძე – მთავარი მადლობა ეკუთვნის ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, რომ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას, ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა

მთავარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს საზოგადოებას. რომ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას, ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, საზოგადოება ბოლომდე დადგა ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

 

„მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. რომ არა საზოგადოების სიმტკიცე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს და სამთავრობო გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის.

 

„მინდა, პარლამენტს, პარლამენტარებს გადაგიხადოთ მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი კანონები იქნა მიღებული, მათ შორის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მუდმივად გრძნობს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. მადლობა თქვენ, პარლამენტარებს მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა ვერ იქნებოდა წარმატებული.

 

მინდა, სამთავრობო გუნდს გადავუხადო მადლობა. ეს არის პროფესიონალების გუნდი და ყველა ის შედეგი, რომლის წარდგენის საშუალება მქონდა დღეს, არის თითოეული ამ ადამიანის, თითოეული მინისტრის საქმიანობის შედეგი. რეალურად, მიღწევები არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მე მქონდა დღეს ამაზე საუბრის საშუალება, დროის სიმცირიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მიღწევას ვერ შევეხე, თუმცა ის ჩამონათვალი, რაც დღეს წარმოგიდგინეთ, უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც სამთავრობო გუნდმა განახორციელა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მადლობა თითოეულ მინისტრს, მთავრობის თითოეულ წევრს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მის გუნდს მხარდაჭერისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
,,მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით''-პრემიერი
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
პრემიერი - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოლომდე მივყვებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა
ირაკლი კობახიძე – აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანთან, გვემუქრებოდნენ, რომ გაგვიჭირდებოდა ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა სათანადო პირობებით გაგრძელდა
მაკა ბოჭორიშვილი „დუბროვნიკის ფორუმში“ მონაწილეობს
კახა კალაძე – ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვა
კახა კალაძე – ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს
ირაკლი კობახიძე – ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ, ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება
ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
ირაკლი კობახიძე – დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით