ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა

ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყანაში.

 

 

„საოკუპაციო ხაზთან ჩემს მისვლას რაც შეეხება, ჟურნალისტებმაც დამისვეს ბოლო დროს რამდენჯერმე ეს კითხვა და მათ დავუდასტურე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რატომღაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობთ თქვენ ამ თემაზე. მე შემიძლია, გითხრათ, რა არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ, რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები. შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და ასევე მათი ეკონომიკური ინტერვენცია ამასთან ერთად. აი, ეს არის შედეგები, რაც მარტივად შეიძლება გაიზომოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულიად განსხვავებული შედეგები, არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის. ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც" არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ. სხვა შემთხვევაში ჩვენ პრინციპულად ბოლომდე ვიცავდით ჩვენს ინტერესებს და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ბოლომდე დაცული. მე არ ვიცი ეხლა, ამას შეფასებაც არ სჭირდება, ჩორჩანაში შეაჩერებინა ბორდერიზაცია. ახლა არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მე მგონი არავითარ კომენტარს ეს არ იმსახურებს. ერთადერთი შემთხვევაა, სადაც კილომეტრებით არის შემოჭრილი ამ ძველი ე.წ. საზღვრის მიღმა საოკუპაციო ძალა ჩვენს ტერიტორიაზე და ამას ჰქვია თურმე ბორდერიზაციის შეჩერება.

ეს არის მართლაც სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოიწმენდს კონკრეტული ადამიანი საკუთარი ბიოგრაფიიდან. ეს არის ნამდვილი ლაქა, თუმცა ლაქები იმდენი აქვს, რომ იმასთან ჩორჩანაც კი მოსატანი არ არის, ეს შემიძლია თავდაჯერებით გითხრათ. რაც შეეხება სირიას და ვენესუელას, ჩვენ კონკრეტული ზომები გვქონდა მიღებული, თუმცა არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ საუბარი ამ თემაზე, მით უმეტეს თქვენი თანდასწრებით, ეს შემიძლია გითხრათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
,,მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით''-პრემიერი
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
პრემიერი - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოლომდე მივყვებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა
ირაკლი კობახიძე – აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანთან, გვემუქრებოდნენ, რომ გაგვიჭირდებოდა ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა სათანადო პირობებით გაგრძელდა
მაკა ბოჭორიშვილი „დუბროვნიკის ფორუმში“ მონაწილეობს
კახა კალაძე – ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვა
კახა კალაძე – ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს
ირაკლი კობახიძე – ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ, ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება
ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
ირაკლი კობახიძე – დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტზე „თავდაცვის ძალები 2035“, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით