ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას
ჩვენ გვაქვს კომპლექსური ხედვა და კომპლექსური გეგმა, რაც ითვალისწინებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, გეგმები ძალიან ამბიციურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2028 წლისთვის თითქმის მთლიანად იქნება დასრულებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
„ასევე ჩვენი გეგმაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც ასევე პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე ჩვენი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი სამ ძირითად აეროპორტზე, საერთაშორისო აეროპორტზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სადაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი მგზავრით იგეგმება ნაკადის გაზრდა.
ვგეგმავთ ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქუთაისის აეროპორტის არსებითად გაფართოებას, ბათუმის აეროპორტის გაფართოებას და ეს ყველაფერი ასევე ხელს უწყობს, ბუნებრივია, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები და ამასთან ერთად პრინციპულია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კავშირების განვითარება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი, მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გასული თვეების განმავლობაში, მათ შორის ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ახლა გვაქვს დაგეგმილი ვიზიტი ყაზახეთში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს გავაფორმებთ.
საქართველოს ეწვევიან ასევე უზბეკეთის და თურქმენეთის ლიდერები. ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გვაქვს უმაღლეს დონეზე ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ეს არის ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული და რა თქმა უნდა, ბოლომდე გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას
შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
პრემიერი - ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
,,მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით''-პრემიერი
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
პრემიერი - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოლომდე მივყვებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა
ირაკლი კობახიძე – აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანთან, გვემუქრებოდნენ, რომ გაგვიჭირდებოდა ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა სათანადო პირობებით გაგრძელდა
მაკა ბოჭორიშვილი „დუბროვნიკის ფორუმში“ მონაწილეობს
კახა კალაძე – ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვა
კახა კალაძე – ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს