ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
მინდა, ჩამოგითვალოთ ევროკავშირიდან ის ქვეყნები, რომლებსაც გაფორმებული აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთთან. ესენია: გერმანია, დანია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უნგრეთი, საბერძნეთი. შეიძლება, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროინტეგრაციის ამოცანას ეწინააღმდეგება. ღიმილის მომგვრელია ასეთი განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი ძალიან ღირსეული პარტნიორია და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, ჩინეთი საქართველოს როგორც თანასწორს უდგება.
„ჩინეთთან ურთიერთობას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩინეთი ძალიან ღირსეული პარტნიორია და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, მიუხედავად იმისა, ძალიან დიდი სხვაობაა ჩინეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიით, მოსახლეობით, ეკონომიკით, 20-ტრილიონიანი სახელმწიფოა და ჩვენი ეკონომიკა არის 38 მილიარდი დოლარი, ამ სხვაობის მიუხედავად, ჩინეთი როგორც სხვა სახელმწიფოებს, საქართველოს უდგება როგორც თანასწორს. ეს მეტყველებს ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ღირსებაზე. ნეტავ, ყველა სახელმწიფო ასე ღირსეულად მოქმედებდეს ჩვენნაირი სახელმწიფოების მიმართ. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და მოწოდება. ასევე, მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ, როდესაც ჩინეთზე არის საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის ღირებულებით თვალსაზრისით, ჩინეთი ბოლო ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მაგალითების თანახმად, მსოფლიოში ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც 1979 წლის შემდეგ არ ჰქონია არცერთი ომი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებითი საკითხი, რაც ჩვენ გვაახლოვებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება თავისი შინაარსით არის პოლიტიკური აქტიც, ასევე დაკავშირებულია ეკონომიკურ თანამშრომლობასთანაც. ორივე განზომილება ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ანაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთით, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ჩანაცვლებაზე".
„არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ამერიკის ჩანაცვლებაზე. იცით, წინა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და ეს სტატუსი კვლავაც შენარჩუნებულია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ დღესვე ვართ მზად, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, მეტიც, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან. შეგვიძლია, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ. სუფთა ფურცლიდან და მეტიც, კონკრეტული გზამკვლევით, რომელშიც ასახული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ხელია გაწვდილი, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტინორობის აღდგენასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას
შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
პრემიერი - ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
,,მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით''-პრემიერი
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
პრემიერი - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოლომდე მივყვებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა