პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა

რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა. 
„უმუშევრობის სტატისტიკას რაც ეხება.  პირველ რიგში, თუ ადარებთ პირველ კვარტალს წინა წელთან ეს სტატისტიკურად არასწორია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს შემიძლია გითხრათ ერთი რამ. რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება. ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ.  28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ. ეს პროგრამა გაუქმდა, რასაც ალტერნატივა არ ჰქონდა და ამან ფორმალურად გამოიწვია დასაქმების შემცირება 28 000 ადამიანით. რომ არ ყოფილიყო ეს, ამ შემთხვევაში, ამ ნაწილშიც, კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა.შემდეგი შეკითხვა ეხებოდა „აწარმოე საქართველოში" და მსგავს პროგრამებს. აქ ითქვა, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 200 000 ლარი. არ ვიცი ეს კალკულაცია რას ეფუძნება. მე შემიძლია გითხრათ, როგორია რეალური მონაცემები. ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ამ პროგრამებს უჯდება 15 000 ლარი. 15 000 ლარი ერთი სამუშაო ადგილი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი. არის ქვეყნები, სადაც ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 25 000, 30 000, 35 000 დოლარი. ჩვენს შემთხვევაში, ამ პროგრამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 15 000 ლარი ერთ სამუშაო ადგილზე, რაც არის ნამდვილად საუკეთესო მაჩვენებელი", - განაცხადა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას
შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
პრემიერი - ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
,,მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით''-პრემიერი
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
პრემიერი - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოლომდე მივყვებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა