მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მეხუთეზე წერს.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ეთერს, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კვლავ გაიმეორა ჩემზე „არა და არასდროს!"
ვინ არის ეს ქალი? მას ჰქონდა საფრანგეთში კარგი დიპლომატიური კარიერა, მეც რევოლუციის შემდეგ გატაცებული ვიყავი იდეით, რომ ჩვენ, როგორც ბალტიის ქვეყნებს, დაგვებრუნებინა და ხელისუფლებაში გამოგვეყენებინა ჩვენი ემიგრანტები.
ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი ოჯახური წარმომავლობა. ჰყავდა ძალიან კარგი დედა. დღესაც პატივისცემით ვეპყრობი მის ძმას, ოთარ ზურაბიშვილს. სალომეს მეუღლე, ჯანრი კაშია დედაჩემის და ბიძაჩემის მეგობარი იყო. ამიტომ ძალიან მომეწონა აზრი, 2004 წელს, საბჭოთა გადმონაშთი თედო ჯაფარიძის ნაცვლად, მისი საგარეო მინისტრად დანიშვნის.
მაშინ მე გამოვეკიდე ოცნებას. ამ საკადრო ცვლილების შემდეგ, ოცნება მწარე რეალობაში გადაიზარდა. სალომე აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია.
პირველივე დღიდან საერთოდ მიუშვა სამინისტროს ორგანიზაციული ნაწილი. ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით. სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაიკიდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი, ისე რომ მაშინდელმა თურქეთის პრეზიდენტმა გიულმა, პირადად მომთხოვა მისი თურქული მიმართულებიდან ჩამოშორება და მას იმ პერიოდში ოფიციალურად აუკრძალეს თურქეთში შესვლა.
სამინისტროს ხელმძღვანელობაში გაჩნდნენ სალომეს სრულიად საეჭვო ფავორიტები, რომელთაც პროფესიონალიზმთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის შემყურე, პარლამენტში პრაქტიკულად დაიწყო ბუნტი სალომეს წინააღმდეგ და მე ის გადავაყენე. როდესაც ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, სალომემ მითხრა ახლავე დაითხოვე პარლამენტი, დანიშნე არჩევნები და მე დამნიშნე პრემიერ მინისტრადო, მე ამაზე გამეცინა, მოკლედ მაშინ ესე დავშორდით.
ეგრევე გადაეშვა ოპოზიციურ საქმიანობაში. ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი ოპოზიცია, არამედ ნამდვილი ანტი-სახელმწიფოებრივი მავნებლური საქმიანობა.
2007 წელს რუსულმა su -24 ტიპის ბომბდამშენებმა დაგვიბომბეს უკრაინაში ნაყიდი ბუკ-1m ტიპის საჰაერო დაცვის სისტემა სოფელ წითელუბანში, გორთან. ზურაბიშვილმა ეგრევე მოიწვია პრესკონფერენცია სადაც გამოაცხადა რომ სინამდვილეში ჩემი ბრძანებით გადავღებეთ ქართული თვითმფრინავი და დავბომბეთ საკუთარი თავი, რათა ეს რუსეთის დასადანაშაულებლად გამოგვეყენებინა. მოიქცა ზუსტად როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი 1993 წელს, როცა ქართველები დაადანაშაულა სოხუმის დაბომბვაში.
2008 წლის შემდეგ მისმა კოლაბორაციონისტობამ საბოლოოდ გაშალა ფრთები. აშანშალებდა პოსტებს იმაზე თუ როგორ დავბომბე "მძინარე ცხინვალი" და ამაზე უნდა გავსამართლდე და ასევე დაწერა წიგნი "La tragédie géorgienne", რომელიც რუსეთმა წარადგინა ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებად ჩემი და ქართველი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე.
ამიტომ უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ვერ იპოვიდა უფრო კარგ კანდიდატურას პრეზიდენტობის, რა არის უკეთესი საქართველოს ომში დამადანაშაულებელ საფრანგეთის ყოფილ ელჩზე და შესაბამისად დაავალეს ეს ივანიშვილს.
2018 წლის არჩევნები უხეშად გაყალბდა, ძალადობით, მოსყიდვით მათ შორის დიახ სალომეს გაპრეზიდენტებას პირდაპირ შეეწირა ზუგდიდელი სკოლის დირექტორი, უკეთილშობილესი ია კერზაია, რომელიც სალომეს სახელით დააშანტაჟეს, ატერორეს და მისმა გულმა ამას ვერ გაუძლო.
პრეზიდენტობის დროს ზურაბიშვილი კიევში შეხვდა ვლადიმერ ზელენსკის ერთადერთ საკითხით - ჩემი დაპატიმრების და საქართველოსთვის გადაცემის. ეს მომიყვა თვითონ ზელენსკიმ, რომლის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი. რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტმა ის ძალიან შორს გააგზავნა და როცა ომის დაწყების შემდეგ სალომემ რამდენჯერმე სცადა კიევში ჩასვლა და ზელენსკისთან სურათის გადაღება, ზელენსკის ადმინისტრაციის პასუხი იყო ყოველთვის ერთი და იგივე. "ჩვენ მას პიარის კეთების საშუალებას არ მივცემთ და მაინც თუ უნდა ჩამოსვლა, ჯერ გაუშვას სააკაშვილი".
მთელი ეს ბოლო წლები ზურაბიშვილი სხვადასხვა დასავლეთის ტელეეთერებში ვრცლად ჰყვებოდა ჩემს მიერ ჩადენილ "დანაშაულებზე" ასაბუთებდა თუ რატომ უნდა ვიყო ციხეში.
უკიდურესად უარყოფითი იყო ზურაბიშვილის როლი მასობრივი გამოსვლების დროს. მან არაერთხელ დაშალა რეჟიმის შესაცვლელად გამზადებული ხალხი. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილის დიდი შეცდომა იყო, სალომეს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლების ორგანოდ გამოცხადება, იმიტომ რომ გაყალბებით, ძალით მოყვანილი "პრეზიდენტი" თავიდანვე არ იყო ლეგიტიმური.
სალომე ზურაბიშვილი, იმის მაგივრად რომ ბოდიშს იხდიდეს რომ ქვეყნის დანგრევის ნაწილი იყო, კიდევ უტიფრად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალი იყო, ივანიშვილზე უფრო ამაზრზენია ასეთი ხალხი. ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ უნდა ვისწავლოთ კარგის და ცუდის გარჩევა. უნდა მტერს დავუძახოთ მტერი და მოყვარეს მოყვარე. სხვანაირად სულ ერთ წრეზე ვივლით", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას
შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
პრემიერი - ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ჩემი სახელმწიფო ვიზიტების დროს, მოულოდნელად ტოვებდა ხოლმე დელეგაციას, თიშავდა ტელეფონს და იკარგებოდა მრავალი დღით
პრემიერი - დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განათლების სექტორშიც ეტაპობრივად გავზარდოთ სათანადოდ ხელფასები, ეს არის ჩვენი მიდგომა და დანარჩენი ასახული იქნება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში
შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ აშშ-ის ჩინეთით ჩანაცვლებაზე, დღესვე ვართ მზად, სუფთა ფურცლიდან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ველოდებით პასუხს
,, ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიოში რაც საქართველოს აახლოებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
,,მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით''-პრემიერი
ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან დიდი ინვესტიციები''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს, დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება
პრემიერი - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოლომდე მივყვებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, ძალიან კარგად ვხედავთ რა იყო წინა ხელისუფლების შედეგები და რა არის ახლა