გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს

 

რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" წევრები მზად არიან, „ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შეჭამონ".

„ხალხმა პირდაპირ ნახა და ყველასთვის ცხადი ხდება. რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ და თავად არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები. მზად არიან, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი „შეჭამონ". არ ვიცი, ვინ დაიწყო, ტრიბუნაზე ვიდექი, რამდენიმე წამით ადრე იყო დაწყებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, გიგა ფარულავას დაესხნენ თავს. შევწყვიტე გამოსვლა, დარბაზში მივედი და იქ გაგრძელდა სასტიკი ჩხუბი. პრემიერ-მინისტრი რომ გქვია, პარლამენტში რომ ხარ მოსული წლიური ანგარიშით, ამას როგორ უშვებ, ეს როგორ უნდა დაუშვა, რა თავმოყვარეობაზეა ლაპარაკი. ძალადობაზე ნება აქვთ მიცემული, რაც უნდათ, აკეთონ. რუსული სიტყვაა, რომელსაც არ აქვს კარგი ქართული ანალოგი „ბესპრედელია". ჩვეულებრივი განუკითხაობა. რომ ჰკითხო, ხელისუფლება ჰქვია და რაღაც სტრუქტურებს წარმოადგენენ. კობახიძეს ერთგულებას უმტკიცებენ ჩხუბით და მუშტებით? ერთ ჩემს გადამეტებულ სიტყვას ვერ ნახავთ, არ ვიცი, დარბაზში რა ხდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც გიგა იკადრებდა ისეთს, რასაც შეიძლება, ჩხუბი მოჰყოლოდა. თქვენ იცით ჩვენი გუნდის ესთეტიკა. როგორც კი მწარე სიმართლეს ეუბნები, წყობიდან გამოდიან", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

„კაცობაზე და ვაჟკაცობაზე ხომ გველაპარაკებიან, სადაური წესია 89-12-ის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული. ვაპირებთ, სამართლებრივი რეაგირება მოვითხოვოთ. აბა, რას ვიზამთ, ამას ასე ხომ არ დავტოვებთ. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას. გადავხედავთ და ვნახავთ, ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუ ვინ დაიწყო ძალადობა. ომს თუ გამოგვიცხადებენ და გვეტყვიან, მოდით, ვნახოთ, ვინ უფრო მაგარია, ვინ მოერევაო. ჩხუბი მორევაზეა და კი ბატონო, გვეცოდინება ჩვენც, რომ საჩხუბრად შემოვედით პარლამენტში და არა პოლიტიკური სიტყვისთვის, განსხვავებული აზრის სათქმელად. ეს არის სამწუხარო რეალობა. დღესვე შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის
გიორგი პატარიძე - ორშაბათს ექიმი მოინახულებს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა
ელენე ხოშტარიას ექიმი – 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება გაფართოებული შეხვედრა, იმედია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს
"ოცნების" შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა"-ბერდია სიჭინავა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
გეკა გელაძე სომეხ კოლეგას, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
,,რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ''- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა