"პოლონეთის ოპოზიცია უკრაინასთან უთანხმოებას აღრმავებს: იაროსლავ კაჩინსკი მთავრობას უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესის დაბლოკვისაკენ მოუწოდებს"-Financial Times

 "პოლონეთის ოპოზიცია უკრაინასთან უთანხმოებას აღრმავებს: იაროსლავ კაჩინსკი მთავრობას უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესის დაბლოკვისაკენ მოუწოდებს" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 26 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი რაფაელ მინდერი პოლონურ პოლიტიკურ წრეებში არსებულ განწყობებს იხილავს და შექმნილ სიტუაციას უკრაინისთვის ნეგატიურად მიიჩნევს.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


პოლონეთის მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა ვარშავა-კიევის დაძაბული ურთიერთობა გაამწვავა და მთავრობას მოუწოდა დაბლოკოს უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ევროკავშირში მიღების თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული სადაო საკითხის გამწვავებით ვარშავა უკრაინას ახალ ფრონტს უხსნის.

 

იაროსლავ კაჩინსკიმ, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა, ხუთშაბათს, 25 ივნისს, განაცხადა, რომ უკრაინას ჯილდოს უკან დაუბრუნებს, თუმცა მან ხაზი გაისვა, „ეს იქნება ჩემი ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა არა იმდენად უკრაინელი ხალხისადმი, არამედ ქვეყნის მმართველი ელიტის მიმართ“.

 

იაროსლავ კაჩინსკიმ თავისი განცხადება მაშინ გააკეთა, როცა მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ქალაქ გდანსკში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, უკრაინის ეკონომიკის ომისშემდგომი აღდგენის მიზნით.

 

პოლიტიკური დრამა, რომელიც ორ მეზობელ ქვეყანაში გრძელდება, აჩვენებს, თუ რამდენად არის შეცვლილი განწყობა პოლონეთში მეზობლის მიმართ: როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, პოლონეთის ხელისუფლებაში სწორედ იარსოლავ კაჩინსკის პარტია იყო და სწორედ მან დაიწყო ფართო დახმარება კიევისათვის - მიიღო ასი ათასობით უკრაინელი ლტოლვილი და მათ საბიუჯეტო შეღავათები დაუწესა.

 

კაჩინსკის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას უკრაინის წინააღმდეგ სხვა გეგმებიც აქვს, მაგალითად, მას შეუძლია უკმაყოფილო პოლონელი ფერმერები უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის წინააღმდეგ დარაზმოს, რასაც იაროსლავ კაჩინკის პარტია ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გამოიყენებს, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

 

ორი მეზობლის ურთიერთობის გაურესება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინის ამბოხებულთა არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა ერთ-ერთ საბრძოლო ქვედანაყოფს, რომელიც სპეცოპერაციების შესასრულებლად არის განკუთვნილი. УПА, ანუ Українська Повстанська Армія უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და, აქედან გამომდინარე, უკრაინელებისათვის საამაყო ორგანიზაციად ითვლება,  მაგრამ პოლონელებში ღრმად წინააღმდეგობრივ და ნეგატიურ განწყობებს ბადებს - „მეამბოხეებმა“ მეორე მსოფლიოს ომის დროს, 1943 წელს, ვოლინის მხარეში მცხოვრები ეთნიკური პოლონელი ამოწყვიტეს, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი.

 

როგორც იაროსლავ კაჩინკიმ განაცხადა, 83 წლის წინ მომხდარი ომისდროინდელი მხეცობის ისტორიული ფაქტი „სწორედ უკრაინულმა მხარემ გაამწვავა. ვხედავ, რომ ეს არის ძალიან მავნე და ძალიან სახიფათო მანევრი“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განახორციელა.

 

გასულ წელს არჩეულმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც პარტია „კანონი და სამართლიანობა“ მხარს უჭერს, უკრაინის პრეზიდენტს პოლონური ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის 2023 წელს გადაეცა. თავის მხრივ, ზელენსკიმ და სხვა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, პროტესტის ნიშნად, პოლონეთს ადრე გადაცემული ჯილდოები დაუბრუნეს.

 

უკრაინის პრეზიდენტი ასევე არ წავიდა გდანსკის კონფერენციაზეც და თავის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გაგზავნა. მან პოლონელი პოლიტიკოსები კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი სიტუაციას ვიწროპარტიული ინტერესებისათვის იყენებენ, ამომრჩევლების მისაზიდად. პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციას პოლონელი ფერმერების გადაბირებაც სურს, რომ მათ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე პროტესტი განაცხადონ. კაჩინსკი უკრაინის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგაც გამოდის. „რატომ ლაპარაკობს იგი ასე? იმიტომ, რომ შემდეგ მან პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკზე ზეწოლა მოახდინოს და ის მოლაპარაკება დაბლოკოს, რომელზეც უკრაინის ევროპული მომავალი წყდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

პოლონურმა Radio ZET-მა ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პოლონელთა თითქმის 60% ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის. და მაინც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ჯერ-ჯერობით მაინც უკრაინელების მხარდამჭერად რჩება, ასევეთივე პოზიცია აქვს ბრიუსელსაც.

 

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევს მალე გამოუყოფს კრედიტის მეორე ტრანშს 6 მილიარდი ევროს მოცულობით (პირველი 3 მილიარდი უკრაინამ უკვე მიიღო), რომელიც დრონების წარმოების გაზრდას მოხმარდება.

 

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ გდანსკში განაცხადა, მოსალოდნელია, რომ კონფერენციაზე ხელი მოეწერება 160 შეთანხმებას დასავლელ დონორებთან, 10 მილიარდი ევროს მოცულობით, რომელიც უკრაინის ეკონომიკის აღდგენას

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"პოლონეთის ოპოზიცია უკრაინასთან უთანხმოებას აღრმავებს: იაროსლავ კაჩინსკი მთავრობას უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესის დაბლოკვისაკენ მოუწოდებს"-Financial Times
"მე ევროპის ისეთ ახალ პოპულარულ ადგილს ვეწვიე, რომელიც ავსტრალიელებს ჯერ არ უნახავთ: კავკასიის პატარა ქვეყანა მსოფლიოს მოგზაურებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ახდენს"-The Armidale Express
"უკრაინა პოლონეთს რუსეთთან იძულებით დაახლოებისაკენ უბიძგებს"-Mysl Polska
"შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლოს დონალდ ტრამპზე გაიცინოს: უკრაინის პრეზიდენტი სულ უფრო მეტად გამოიყურება ისე, თითქოს დასავლეთის მომავალი მის ხელშია"- Financial Times
"აშშ - ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო"-Le Figaro
"ქართული ნადიმი გრძნობებისათვის"-Telegraph Herald
"პუტინს აღარ შეუძლია რუსებს თავისი წარუმატებელი ომის კატასტროფული შედეგები დაუმალოს: მისი მდგომარეობა სასოწარკვეთილი ხდება"-The Daily Telegraph
"აშშ ირანთან ომში უფრო მეტად დამარცხდა, ვიდრე ვიეტნამთან ომში: საკუთარი სურვილით დაწყებული ომი ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ კატასტროფად გადაიქცა"-Foreign Policy
"რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს"-Financial Times
"დონალდ ტრამპი, ირანთან გამარჯვების ნაცვლად, ამერიკას ამცირებს"-The Daily Telegraph
"ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე და ტონი შეცვალა. რატომ?"-Deutsche Welle
"აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება"-TRT
"დრო გვაჩვენებს": როგორ რეაგირებენ ყირიმელები უკრაინული დრონების დარტყმებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე"-Deutsche Welle
"ირანის ფანატიკური რეჟიმი სიკვდილზე უფრო იოლად დათანხმდება, ვიდრე მშვიდობაზე" -The Daily Telegraph
"კრახის ატმოსფერო: სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ქვეყანა პროტესტებისაკენ მიჰყავს" -Известия
"პუტინის რუსეთის გავლენა ერევანზე მკვეთრად მცირდება: სომხეთი მოსკოვის ორბიტას ტოვებს"-Financial Times
"მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობს: გავლენის სფეროებში კონკურენციისა და გადანაწილების ერა დაიწყო, მაგრამ ყველა პოტენციური კონკურენტი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს"-Foreign Policy
"რას ემყარება ირანის რწმენა, რომ ომში გაიმარჯვებს? თეირანის თავდაჯერებულობა შეიძლება უგუნურებაში გადაიზარდოს"-The Daily Telegraph
"უკრაინისადმი დამოკიდებულება საქველმოქმედო საქმე არ არის: უკრაინას ჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც ჭირდება უკრაინა"-The Economist
"თურქეთ-სომხეთის "გაყინული" საზღვარი "დნობას" იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში"-Financial Times