Politico: "ეს ფეოდალიზმია!" – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს

ევროკომისიის სათაო ოფისში ჰაერის გაგრილების სისტემა შერჩევითად გამორთეს. ბერლემონის შენობაში მომუშავე პერსონალმა შუადღისას მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება: "ბერლემონი-სასწრაფო - ექსტრემალური ამინდის პირობების გამო, იძულებულნი ვართ დღის ბოლომდე გამოვრთოთ ჰაერის გაგრილების სისტემა 1-დან მე-7 სართულამდე".

 

13-სართულიან შენობაში განთავსებულია კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, მისი 26 კომისრისა და დაახლოებით 3,000 თანამშრომლის ოფისები. ფონ დერ ლაიენი მე-13 სართულზე მუშაობს, ხოლო მისი კომისრების ოფისების უმეტესობა მე-8 ან უფრო მაღალ სართულებზეა განლაგებული.

 

მაღალი ტემპერატურის გამო, კომისიამ თანამშრომლებისთვის რეკომენდაციები კვირის დასაწყისში გამოსცა. თუმცა, რჩევებმა გააღიზიანა კომისიის ზოგიერთი თანამშრომელი, რომლებიც კონდიცირების არმქონე სართულებზე მუშაობენ, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალურ დირექტორატში, რასაც მოწმობს POLITICO-ს მიერ მოპოვებული შიდა მიმოწერები.

 

"ეს ფეოდალიზმს ჰგავს" - განუცხადა POLITICO-ს კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბერლემონის ქვედა სართულზე მუშაობს. იგი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ზედა სართულებზე, სადაც კომისრები არიან, კონდიცირება ჩართულია და ქვედა სართულებზე არა. კომისიის თანამშრომლების განცხადებით, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება "სირცხვილია".

 

ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მე-8 სართულზე მუშაობს, POLITICO-სთან განაცხადა, რომ მაშინაც კი, როდესაც კონდიციონერი ჩართულია, ტემპერატურა +25.7 გრადუსს შეადგენდა.

 

სიცხემ კვლავ გაააქტიურა დისკუსია ევროპაში, სახლებსა და ოფისებში კონდიცირების სისტემების ნაკლებობის შესახებ. კონტინენტზე, ოჯახების მხოლოდ ერთ მეხუთედს აქვს კონდიციონერი. ბელგიაში მატარებლების მეხუთედი კონდიცირების გარეშეა, რის გამოც ეროვნულმა სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში მრავალი რეისი გააუქმა. ევროპარლამენტიც შეფერხებებს წააწყდა ამ კვირაში - გაგრილების სისტემის მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

 





მსგავსი სიახლეები
პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკიზე მუქარის გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
Politico: "ეს ფეოდალიზმია!" – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიაყენეს ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს
აშშ FARA-ს კანონს ამკაცრებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა
„სულელური დარღვევაა“ - დონალდ ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება
აშშ-მა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით სანქციები შეამსუბუქა
რუსეთის დუმაში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც კორუფციისთვის მსჯავრდებულ თანამდებობის პირთა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა
ისრაელის პრეზიდენტის შვეულმფრენმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა
მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა
ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
მარკო რუბიო – არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დააწესოს გადასახადი საერთაშორისო სრუტეზე, ამას თუ დავუშვებთ, პრეცედენტი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება
ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, 164 ადამიანი დაიღუპა
დეპორტაცია ლიეტუვაში - ჩეჩენი, რომელიც ქვეყანაში 20 წელი ცხოვრობდა, რუსეთს გადასცეს
ირანი ძალიან დიდ დათმობებზე მიდის, ვნახოთ, რა მოხდება - დონალდ ტრამპი
აშშ-ის სენატი წარმომადგენელთა პალატას შეუერთდა და ირანში ომის შეწყვეტას დაუჭირა მხარი - Reuters
,,ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს''- რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი''