"ოპოზიციის ალიანსი" ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის, - ამის შესახებ განცხადებას „ოპოზიციის ალიანსი" ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

„ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაშია. ის უკანონო სასჯელს იხდის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის საბაბით. სინამდვილეში რეჟიმი მას არ პატიობს თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლას, წინააღმდეგობას, არალეგიტიმური ხელისუფლების არაღირებასა და სოლიდარობას. ეს თავად რეჟიმის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს საჯარო განცხადებებით.

 

ბოლო თვეების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ციხის პირობებში ვერ ხერხდება. გამუდმებული ტკივილი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ადამიანის წამების ტოლფასია.

 

რეჟიმის წარმომადგენლები ტყუიან, როცა აცხადებენ, თითქოს ელენეს მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სინამდვილეში, ის მოკლებულია სისტემურ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას და ეს დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი გაუარესებით.

 

პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენეს ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. აგრეთვე, რუსული რეჟიმის თითოეულმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის წინასწარი განზრახვით დაზიანებისთვის მოუწევთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისგება.

 

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამებრძოლს, პარტია „დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას. ჩვენთვის ცხადია, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის.

 

ვაცხადებთ, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვიბრძვით თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს",- ნათქვამია განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
"ოპოზიციის ალიანსი" ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 ივნისიდან
ირაკლი კობახიძე - რეფორმის განხორციელებასთან ერთად, საჭიროა მუდმივად ზრუნვა უნივერსიტეტების რესურსების გაძლიერებაზე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და ამ კონცეფციის სრულფასოვანი განხორციელება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების ეტაპობრივ ზრდას
ირაკლი კობახიძე - აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე
ირაკლი კობახიძე - დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
მარიამ ქვრივიშვილი – ქართველი მეზღვაურები დღეს მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადი
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა
25 ივნისის ამინდის პროგნოზი
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
24 ივნისის ამინდის პროგნოზი
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა
23 ივნისის ამინდის პროგნოზი