პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკიზე მუქარის გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.

 

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 36 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელმაც ერთ-ერთ ონლაინპლატფორმაზე პოლონეთის პრეზიდენტის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა.

 

„მასალების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამომძიებლებმა დაუყოვნებლივ დაადგინეს ამ პირის ვინაობა და ადგილსამყოფელი. გამომძიებლებმა დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც ონლაინ, საჯაროდ დაემუქრა პოლონეთის პრეზიდენტს",- განაცხადა საქალაქო პოლიციის წარმომადგენმა, ანნა ბარანმა.

 

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინება პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფისთვის, რაც პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ მუქარას უკავშირდება. აღნიშნული ქმედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ისჯება და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

 





მსგავსი სიახლეები
პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკიზე მუქარის გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
Politico: "ეს ფეოდალიზმია!" – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიაყენეს ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს
აშშ FARA-ს კანონს ამკაცრებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა
„სულელური დარღვევაა“ - დონალდ ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება
აშშ-მა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით სანქციები შეამსუბუქა
რუსეთის დუმაში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც კორუფციისთვის მსჯავრდებულ თანამდებობის პირთა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა
ისრაელის პრეზიდენტის შვეულმფრენმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა
მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა
ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
მარკო რუბიო – არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დააწესოს გადასახადი საერთაშორისო სრუტეზე, ამას თუ დავუშვებთ, პრეცედენტი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება
ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, 164 ადამიანი დაიღუპა
დეპორტაცია ლიეტუვაში - ჩეჩენი, რომელიც ქვეყანაში 20 წელი ცხოვრობდა, რუსეთს გადასცეს
ირანი ძალიან დიდ დათმობებზე მიდის, ვნახოთ, რა მოხდება - დონალდ ტრამპი
აშშ-ის სენატი წარმომადგენელთა პალატას შეუერთდა და ირანში ომის შეწყვეტას დაუჭირა მხარი - Reuters
,,ქვეყანაში საავიაციო საწვავის ბაზარზე კრიტიკული ვითარება შეიქმნა და ფრენების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს''- რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი''