ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა

 

ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა „დღის ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპებია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა.

„ურთიერთპატივისცემა და ურთიერთნდობა გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ერთმანეთის სოციალური სისტემების, განვითარების მოდელების და სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების პატივისცემას.

ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩინეთი და საქართველო პრაქტიკულ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი და მათ შორის თანამშრომლობის მიზნად ერთმანეთის განვითარებას, აღორძინებას და ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მიიჩნევენ.

ჩინეთიც და საქართველოც უძველესი ცივილიზაციებია ხანგრძლივი ისტორიით. ზოგიერთ დასავლურ ქვეყანასთან შედარებით, ორივე ერს უკეთ ესმის ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა. როგორც შოთა რუსთაველმა თქვა, „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია". ამჟამად, საქართველო ცდილობს გახდეს ევრაზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ჰაბი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია მისი მომავალი განვითარებისთვის, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება სრულად შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს. მაგალითად, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან. ამ უპირატესობის სრულად გამოსაყენებლად და ევრაზიის სავაჭრო გზაზე ჰაბის როლის შესასრულებლად, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს აქტიური მიმოცვლა როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან.

ჩინეთის მიერ ურთიერთობების განვითარება საქართველოსთან არასდროს ყოფილა საგამონაკლისო. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის განმავლობაში, ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ყველა მსოფლიო ზესახელმწიფოს შორის, ჩინეთი ყოველთვის საუკეთესო იყო სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხში. ამის ფუნდამენტური მიზეზი ისაა, რომ ჩინეთის მიზანი არასდროს ყოფილა, გამხდარიყო მსოფლიო ჰეგემონიური ძალა, ეს განპირობებულია ჩინური ცივილიზაციის ფუნდამენტური ბუნებით.

ჩვენ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ყოველთვის ჩვენი საგარეო ურთიერთობების განვითარების საფუძვლად მივიჩნევდით. ჩინეთს მსოფლიოსთვის შესაძლებლობები მოაქვს და არა გამოწვევები, დარწმუნებულობა და არა არაპროგნოზირებადობა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს, აქტიურად განავითაროს ურთიერთობები ჩინეთთან და მიაღწიოს საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს - მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებას", - განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს
"ოცნების" შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა"-ბერდია სიჭინავა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
გეკა გელაძე სომეხ კოლეგას, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
,,რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ''- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას