ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს

 

საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის" მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის" გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს, - განაცხადა „დღის ქრონიკსთვის" მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა სულ უფრო აშკარა ხდება.

„„შუა დერეფანს" უნიკალური უპირატესობები აქვს და მისი პოზიცია გლობალურ მიწოდების ჯაჭვში ყოველდღიურად იზრდება. რა თქმა უნდა, ჩინეთ-ევროპის რკინიგზის ექსპრესის ჩრდილოეთ მარშრუტთან შედარებით, „შუა დერეფანი" კვლავ ჩამორჩება ხარჯების, დროის, რკინიგზის, საავტომობილო გზების, პორტების, გადაზიდვების და განბაჟების გამარტივების კუთხით. თუმცა, ბოლო წლებში მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს „შუა დერეფანს", აქტიურად ავითარებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები და ხელს უწყობენ „შუა დერეფნის" კონცეფციის „სარტყლისა და გზის" ინიციატივასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ვინაიდან საქართველო საკუთარ თავს ევრაზიის ლოგისტიკური ცენტრის როლში ხედავს, მისი რკინიგზის, საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის განახლება, ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე „სარტყლისა და გზის" გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინვესტიციების განსახორციელებლად, წესების უნიფიცირება და გაციფრულება, გრძელვადიან მიზნებად დარჩება", - განაცხადა ელჩმა ჭოუ ციენმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს
"ოცნების" შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა"-ბერდია სიჭინავა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
გეკა გელაძე სომეხ კოლეგას, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
,,რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ''- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას