ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, ნამდვილად შევნიშნე, რომ ზოგიერთმა პირმა გამოთქვა თქვენ მიერ ნახსენები შეხედულებები. თუმცა, მე მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ობიექტურად უყურებს ჩინეთსა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასეთ დასკვნამდე არ მივიდოდა, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა „დღის ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ჭოუ ციენმა ამგვარადა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „საქართველოში და დასავლურ წრეებში პერიოდულად ისმის მოსაზრება, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ან სტრატეგიული დამოკიდებულების რისკები შექმნას. რას უპასუხებდით ამ კრიტიკას? რა მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა დარჩეს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ პარტნიორობად და არ წარმოშვას დისბალანსი საქართველოს სხვა საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან მიმართებით?"
ელჩმა აღნიშნა, რომ პრინციპები, რომლებსაც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას იცავენ, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა.
„ჩინეთი და საქართველო გეოგრაფიულად დაშორებულები არიან და მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მოსახლეობის რაოდენობით, პოლიტიკური სისტემით, ეკონომიკური მოდელითა და მრავალი სხვა ასპექტით, თუმცა, პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების კეთილდღეობა და არა იდეოლოგია ან რომელიმე მხარის არჩევა. ჩინეთი არ აკავშირებს საგარეო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას და საგარეო დახმარებას პოლიტიკურ პირობებთან და არასდროს მოითხოვს, რომ საქართველომ უარი თქვას საკუთარ მიზნებსა და დამოუკიდებელ პოლიტიკაზე ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებისას.
ჩინეთი ყოველთვის ემხრობოდა იმ აზრს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მისდიოს განვითარების ისეთ გზას, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ პირობებსა და ხალხის საჭიროებებს და ხელს უწყობდა ერებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთისგან სწავლას. ბოლო წლებში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებმა შეინარჩუნეს მჭიდრო კომუნიკაცია ყველა დონეზე. ორივე მხარემ გაცვალა გამოცდილება მმართველობის სფეროში ისეთ თემებზე, როგორიცაა ფინანსური ინოვაციები, ინტერნეტის რეგულირება, არასრულწლოვანთა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის განვითარების ახალი სირთულეებისა და გამოწვევების გადაჭრაში.
რაიმე საკითხის შესახებ შეხედულება სარკესავითაა, რომელიც თვითონ ადამიანის აზროვნებას აირეკლავს. ამიტომ, მტკიცება, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება გამოიწვევს საქართველოს დამოკიდებულებას ჩინეთზე და გავლენას მოახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიზნებზე, არა მხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ ზუსტად ასახავს გარკვეული პირების ბნელ აზროვნებას და ბოროტ განზრახვებს", - განაცხადა ელჩმა.
მსგავსი სიახლეები
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს
"ოცნების" შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა"-ბერდია სიჭინავა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
გეკა გელაძე სომეხ კოლეგას, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
,,რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ''- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს: თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა
ირაკლი კობახიძე - ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
,, მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას" მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო''- პრემიერი
,,სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას