რადოსლავ სიკორსკი – უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებები პირდაპირ აწარმოონ, შუამავლების გარეშე, არის საკითხები, რომლებშიც მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ

 

პუტინს თუ ნამდვილად სურს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინამ შესთავაზა, ან სამშვიდობო შეთანხმება, შეუძლია ზელენსკის ნომერი იპოვოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „სიბიეს ნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

სიკორსკის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნდა გაიმართოს და მესამე მხარის შუამავლობა საჭირო არ არის.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირ აწარმოონ მოლაპარაკებები. ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლისა და სამხედრო ტყვეების საკითხებზე. არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ", - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, ევროპა კონფლიქტში ნეიტრალური მხარე არ არის.

„ჩვენ, ევროპელები, ამ ორ მხარეს შორის ნეიტრალურები არ ვართ. ჩვენ აგრესიის მსხვერპლის მხარეს ვართ. რუსეთი კი აგრესორია. თუ პუტინს ნამდვილად სურს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინამ შესთავაზა, ან სამშვიდობო შეთანხმება, მას შეუძლია იპოვოს ზელენსკის ნომერი", - განაცხადა სიკორსკიმ.

სიკორსკის შეფასებით, შესაძლოა, რუსეთმა „სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ" ოპერაცია მოაწყოს ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის საბაბისთვის.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ რაიმე სახის ოპერაცია მოაწყონ რუსეთის ტერიტორიაზე, რათა ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაზე დარტყმისთვის საბაბი ჰქონდეთ",- განაცხადა სიკორსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს.

„ჩვენ უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ ვიცით, რას გეგმავს და არ მივცემთ საშუალებას, მოგვატყუოს. ეს სრულიად მიუღებელი იქნება და ჩვენ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიკორსკის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგობის უნარმა რუსეთს ამ ეტაპზე არ მისცა საშუალება, საკმარისი რესურსები დაეგროვებინა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ეფექტური სამხედრო ოპერაციისთვის.

„უკრაინამ შავ ზღვაში ნამდვილად გაიმარჯვა. რუსეთს უკრაინის თავზე საჰაერო დომინირება არ აქვს. მას შეუძლია რაკეტებისა და დრონების გაშვება, მაგრამ უკრაინის თავზე თავისუფლად ფრენა არ შეუძლია", - განაცხადა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, ფრონტზე ვითარება შეიცვალა და რუსეთის ინიციატივის პერიოდი, შესაძლოა, დასრულდა.

„სახმელეთო ომი ჩიხშია შესული და როგორც ჩანს, უკრაინამ დონბასიდან ყირიმამდე მიმავალ სტრატეგიულ გზაზე ცეცხლის კონტროლი მოიპოვა. ომები არასდროს ვითარდება სწორხაზოვნად, ისინი სხვადასხვა ფაზას გადიან. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ინიციატივის ფაზა დასრულდა", - აღნიშნა სიკორსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება''- ალექსანდრ ვუჩიჩი
რობერტ ფიცო – სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ, რომ არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად 343 მილიონ ევროს გადასცემს
რადოსლავ სიკორსკი – უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებები პირდაპირ აწარმოონ, შუამავლების გარეშე, არის საკითხები, რომლებშიც მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ
პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკიზე მუქარის გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
Politico: "ეს ფეოდალიზმია!" – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიაყენეს ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს
აშშ FARA-ს კანონს ამკაცრებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა
„სულელური დარღვევაა“ - დონალდ ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება
აშშ-მა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით სანქციები შეამსუბუქა
რუსეთის დუმაში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც კორუფციისთვის მსჯავრდებულ თანამდებობის პირთა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს
ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა
ისრაელის პრეზიდენტის შვეულმფრენმა ფრინველებთან შეჯახების გამო ავარიული დაშვება განახორციელა
მარკო რუბიო – აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა
ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
მარკო რუბიო – არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დააწესოს გადასახადი საერთაშორისო სრუტეზე, ამას თუ დავუშვებთ, პრეცედენტი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება
ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, 164 ადამიანი დაიღუპა