აშშ-მა ირანში სამიზნეებს დაარტყა - ირანმა კი ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ობიექტებს რაკეტებით და დრონებით შეუტია
აშშ-ის სამხედრო ძალებმა, პრეზიდენტის მითითებით, ირანის მხრიდან აგრესიის გაგრძელების საპასუხოდ, ირანში სამიზნეებზე დამატებითი დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.
„აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და ნაღმების განთავსების ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს", - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში. ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანს მიეცა შანსი, დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, თუმცა ირანმა არ გააკეთა ეს და მისმა ძალებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის წინააღმდეგ თავდასხმის დრონი გაუშვეს. „ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს დარტყმები განახორციელეს ირანის მიერ კომერციული გადაზიდვების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, დრონების შესანახი ობიექტები და ნაღმების განთავსების ობიექტები", - აღნიშნულია განცხადებაში.
CENTCOM-ში აცხადებენ, რომ კომერციული გემები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობას აგრძელებენ. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა.
Reuters-ის ცნობით, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და „ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას გამოიწვევს".
მსგავსი სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა
„პოლიტიკო“ – ვატიკანი ევროკავშირს ომის საკითხებში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა
აშშ-მა ირანში სამიზნეებს დაარტყა - ირანმა კი ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ობიექტებს რაკეტებით და დრონებით შეუტია
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს – „შეთანხმების დარღვევა გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის შეჩერებას“
გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება''- ალექსანდრ ვუჩიჩი
რობერტ ფიცო – სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ, რომ არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად 343 მილიონ ევროს გადასცემს
რადოსლავ სიკორსკი – უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებები პირდაპირ აწარმოონ, შუამავლების გარეშე, არის საკითხები, რომლებშიც მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ
პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკიზე მუქარის გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
Politico: "ეს ფეოდალიზმია!" – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიაყენეს ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს
აშშ FARA-ს კანონს ამკაცრებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა
„სულელური დარღვევაა“ - დონალდ ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება
აშშ-მა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით სანქციები შეამსუბუქა
რუსეთის დუმაში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც კორუფციისთვის მსჯავრდებულ თანამდებობის პირთა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 160/160-ზე ფორმულით გაცვალეს