მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ძალაუფლების ცენტრებს შორის: მრავალვექტორული დიპლომატიის გაკვეთილები" სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა გამოსვლაში ისაუბრა გლობალურ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებზე, მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებში.
„ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადებით, მსოფლიო წესრიგის გარდაქმნის ფონზე იზრდება იმ ქვეყნების მნიშვნელობა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკურ სივრცეებს შორის დამაკავშირებელ როლს ასრულებენ.
„საქართველო მართლაც რომ გზაჯვარედინზე მდებარეობს, ჩვენს გარშემო განსხვავებული ძალების, ხედვების და პრიორიტეტების ჭიდილი ჩვენგან გამორჩეულ სიფრთხილეს და სიზუსტეს მოითხოვს," - განაცხადა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მინისტრმა დაუთმო „შუა დერეფნის" მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას: „შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები."
მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების საფუძველი სწორედ მშვიდობაა.
„ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეტს საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა," - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ქვეყანა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბდა რეგიონში, რასაც თან ახლავს ინფრასტრუქტურული განვითარება, ინვესტიციების ზრდა და სავაჭრო პარტნიორობების გაფართოება.
მინისტრმა განმარტა, რომ მრავალვექტორული დიპლომატია საქართველოსთვის არ გულისხმობს არჩევანს პარტნიორებს შორის, არამედ თანამშრომლობის გაფართოებას: „მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე სტრატეგიული არჩევანი.
„საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და არც ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია," - განაცხადა მინისტრმა.
ამავე კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის მიმდინარე დინამიკაზე და განაცხადა, რომ იზოლაციური მიდგომა არ შეესაბამება ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესებს.
„ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა," - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
სიტყვის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თანამედროვე მსოფლიოში დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობა და პროგრესი სწორედ ერთობლივ ძალისხმევაზეა დაფუძნებული.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა
"დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე''- გიორგი პატარიძეზე
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის
გიორგი პატარიძე - ორშაბათს ექიმი მოინახულებს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა
ელენე ხოშტარიას ექიმი – 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება გაფართოებული შეხვედრა, იმედია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს
"ოცნების" შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა"-ბერდია სიჭინავა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
გეკა გელაძე სომეხ კოლეგას, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა
,,რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ''- ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე