ვლადიმერ პუტინი – რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ეს ბევრ რამეს გვასწავლის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.
„ჩვენ რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამე გვასწავლა. მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა თვითონ ცნება - „რუსეთის მოქალაქე", - განაცხადა პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის" ყრილობაზე.
მისი თქმით, რუსეთი ყველა გამოწვევას გაუმკლავდება, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებსაც.
„ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი რუსეთის" ყრილობა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო დროს იმართება: მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს და ამიტომ ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა.
„კიევის რეჟიმი მთელ ფრონტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომ გადავიდა ღიად ტერორისტულ ქმედებებზე. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე?", - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია.
„რუსეთი განიცდის უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლაში დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას - ესეც არ გამოსდით", - განაცხადა პუტინმა.
მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ეს ბევრ რამეს გვასწავლის
The Times of Israel - ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ევროს დახმარება გამოყო
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა
„პოლიტიკო“ – ვატიკანი ევროკავშირს ომის საკითხებში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა
აშშ-მა ირანში სამიზნეებს დაარტყა - ირანმა კი ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ობიექტებს რაკეტებით და დრონებით შეუტია
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს – „შეთანხმების დარღვევა გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის შეჩერებას“
გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება''- ალექსანდრ ვუჩიჩი
რობერტ ფიცო – სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ, რომ არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად 343 მილიონ ევროს გადასცემს
რადოსლავ სიკორსკი – უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებები პირდაპირ აწარმოონ, შუამავლების გარეშე, არის საკითხები, რომლებშიც მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ
პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკიზე მუქარის გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
Politico: "ეს ფეოდალიზმია!" – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიაყენეს ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს
აშშ FARA-ს კანონს ამკაცრებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა
„სულელური დარღვევაა“ - დონალდ ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს