გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ექსკულიზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ჯუნჰუა ლიმ.
მისივე თქმით, თბილისში საჯარო სერვისების ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული.
„საქართველომ ჩვენი გული დაიპყრო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება ქართველი ერისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ყველა მონაწილეს, მათ შორის მეც, საკმაოდ დიდი მოლოდინი გვქონდა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოლოდინი სრულად გამართლდა. შესანიშნავად გვიმასპინძლეთ, ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული", - განაცხადა ჯუნჰუა ლიმ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ძლიერი საჯარო ინსტიტუტები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ხიდს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.
„აუცილებელია, რომ გაგრძელდეს საჯარო ინსტიტუტებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ვგულისხმობ ციფრულ ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს, ჩვენი ვალია, რომ ტექნოლოგიური განვითარების მხარდამხარ, უზრუნველვყოთ შესაბამისი საჯარო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის", - აღნიშნა ჯუნჰუა ლიმ.
მისივე თქმით, საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა.
„მათ ეს დაიმსახურეს საზოგადოების საკეთილდღეოდ ინოვაციის, შემოქმედებისა, შრომისა და ჩართულობისთვის, ამ სახელმწიფოს უწყებების თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სამსახურისთვის, სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.
მსგავსი სიახლეები
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა
"დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე''- გიორგი პატარიძეზე
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის
გიორგი პატარიძე - ორშაბათს ექიმი მოინახულებს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა
ელენე ხოშტარიას ექიმი – 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება გაფართოებული შეხვედრა, იმედია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს
ჭოუ ციენი: ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
გიორგი გახარია - დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს
"ოცნების" შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა"-ბერდია სიჭინავა
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვეძებთ კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვანაცვლებთ, ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა, რასაც ფორუმზე დავაფიქსირებ
გეკა გელაძე სომეხ კოლეგას, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა
გეკა გელაძე სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა
ბერდია სიჭინავა – ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, ყველას პროფესიული, პერსონალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმ ფაქტებზე, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა