აშშ და ირანი კვლავ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აღარ შეუტევენ - Axios

აშშ და ირანი კვლავ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აღარ შეუტევენ და კატარში ტექნიკურ მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას "აქსიოსი" ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლები კატარში 30 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის საკითხს განიხილავენ.

ამჟამად ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ნაწილობრივ არის გახსნილი და ირანი გემებისგან გადაადგილების მარშრუტის ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მოითხოვს. ამას გარდა, თეირანს დასავლეთის ქვეყნებისთვის ჯერ არ მიუცია ჰორმუზის სრუტის სრულად განაღმვის ნებართვა. მედიის ინფორმაციით, ამის გამო გემებს გადაადგილება მხოლოდ ორი ვიწრო მარშრუტით შეუძლიათ.

მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთი განცხადებისა, რომ სრუტე სრულად გაიხსნა, ამ გზით გადაზიდვების მოცულობა კვლავაც ომამდე არსებული მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებს შეადგენს.

26-27 ივნისს, მიუხედავად გამოცხადებული ზავისა, აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა. აშშ-მა ირანის რამდენიმე სამხედრო ბაზას შეუტია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში მიმავალ ორ კომერციულ გემს შეუტია. თეირანმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა გემებმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" შეთანხმებული მარშრუტიდან გადაუხვიეს. აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ირანმა დარტყმები მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში. „უოლ სთრით ჯორნალის" ინფორმაციით, ბაჰრეინში მდებარე სამხედრო ობიექტი მნიშვნელოვანად დაზიანდა. დარტყმების შემდეგ ორივე მხარე ზავის შეწყვეტით დაიმუქრა. ოფიციალურად ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 აპრილიდან მოქმედებს, თუმცა მას შემდეგ ის არაერთხელ დაირღვა.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ და ირანი კვლავ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აღარ შეუტევენ - Axios
აშშ-ში ტყის ხანძრის ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა
Observer – კირ სტარმერი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობითაა დაინტერესებული
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ეს ბევრ რამეს გვასწავლის
The Times of Israel - ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ევროს დახმარება გამოყო
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა
„პოლიტიკო“ – ვატიკანი ევროკავშირს ომის საკითხებში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა
აშშ-მა ირანში სამიზნეებს დაარტყა - ირანმა კი ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ობიექტებს რაკეტებით და დრონებით შეუტია
ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს – „შეთანხმების დარღვევა გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის შეჩერებას“
გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება''- ალექსანდრ ვუჩიჩი
რობერტ ფიცო – სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ, რომ არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად 343 მილიონ ევროს გადასცემს
რადოსლავ სიკორსკი – უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებები პირდაპირ აწარმოონ, შუამავლების გარეშე, არის საკითხები, რომლებშიც მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ
პოლონეთში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკიზე მუქარის გამო უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ვოლგოგრადში რუსეთის სამხედრო საწარმოზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
Politico: "ეს ფეოდალიზმია!" – ევროკომისიის შენობაში კონდიციონერები მხოლოდ რიგით თანამშრომლებს გამოურთეს