კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორთან, ბრიგადის გენერალ პოლ ჰოფსლოტთან ერთად, ქალაქ ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნიდერლანდებში, ვეტერანთა დღე, ყოველწლიურად, ივნისის ბოლო შაბათს აღინიშნება. ოფიციალურ ცერემონიას, ნიდერლანდელ ვეტერანებთან ერთად, ტრადიციულად დაესწრნენ ნიდერლანდების მეფე, სამეფო კარის წარმომადგენლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სამხედრო პირები და მთავრობის წევრები.
„ღონისძიების დასრულების შემდეგ, კობა კობალაძე, გენერალ პოლ ჰოფსლოტთან, ასევე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის, პოლონეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა და გერმანიის, ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ, სადაც საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდებში, ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და მოხალისეთა ორგანიზაციის -ა(ა)იპ " ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
შალვა პაპუაშვილი – სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები აწარმოოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამას აკეთებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და ამას აკეთებს საქართველო
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს
კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი – აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა
"დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე''- გიორგი პატარიძეზე
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის
გიორგი პატარიძე - ორშაბათს ექიმი მოინახულებს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა
ელენე ხოშტარიას ექიმი – 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება გაფართოებული შეხვედრა, იმედია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა
ჩინეთის ელჩი: საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს