სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება -შალვა პაპუაშვილი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით არ იყოს ურთიერთობების ესკალაციის წაქეზება.

 

„ეს სამმართველო მოიტანს, და გვაჩვენებს შედეგებიც, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზე არიან გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყოველგვარი ღია დისკუსია. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და ჩვენი უსაფრთოხებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, არ იყოს სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციის წაქეზება.

 

ამასთან, მეორე, რასაც ეს მოიტანს, არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია, შეიძლება, ცოტა გამოსწორდეს. დღეს ქართველების თვალში სიძულვილი ასოცირებულია ​პროევროპულობასთან. ვხედავთ, რომ ვინც იბრალებს პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოცმედიაში და არამხოლოდ. ამიტომ, რაც ზიანდება ამით, არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ევროკავშირს თუკი არ უნდა, კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასა და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, ევროკავშირიც გულშემატკივარი უნდა იყოს ამ წამოწყების, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ, რა სურთ. გავიგეთ, რომ ლანძღვა-გინება კარგად ცოდნიათ. ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახავთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
შალვა პაპუაშვილი – სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები აწარმოოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამას აკეთებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და ამას აკეთებს საქართველო
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს
კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი – აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა
"დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე''- გიორგი პატარიძეზე
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის
გიორგი პატარიძე - ორშაბათს ექიმი მოინახულებს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა
ელენე ხოშტარიას ექიმი – 29 ივნისს პენიტენციურ სამსახურში შედგება გაფართოებული შეხვედრა, იმედია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება აზრი ელენე ხოშტარიას ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
ჩინეთის ელჩი: პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა