შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროსასამართლომ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები და არ სცემენ პატივს კანონის უზენაესობას.
„მათი უფლებაა, მიმართონ სასამართლოს. იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოსაც. პრობლემა იმაშია, რომ სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს, რასაც არ აკეთებენ ეს ორგანიზაციები. კერძოდ, მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა. მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, არც სტრასბურგის სასამართლოს არ შეუჩერებია კანონის მოქმედება. ამიტომ ისინი უნდა დაემორჩილონ, თუკი მათ აქვთ პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს თუ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამიტომ მიმართავენ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. არც სტრასბურგმა, არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერეს კანონის მოქმედება განხილვის პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ უნდა დაემორჩილონ და შეასრულონ კანონი. ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები დღეს არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, რაც იგულისხმება კანონმორჩილებაში და კანონის აღსრულებაში.
ამიტომ მთავარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ - საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან წახალისებული ამ კანონდარღვევაში. ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები, კანონის დარღვევასთან ერთად, არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში. მათ ახალისებენ მათი დონორები. ფულს კი არ აჩერებენ ამის გამო, რომ კანონდამრღვევები არიან, არამედ, პირიქით, იქით ფულს უმატებენ, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონის დარღვევას. ესეც ცალკე აღმაშფოთებელი ფაქტია დონორების მხრიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა
თენგიზ შარამანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით
ტატა ხვედელიანი – პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, რაზეც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
შალვა პაპუაშვილი – სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები აწარმოოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამას აკეთებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და ამას აკეთებს საქართველო
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს
კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შალვა პაპუაშვილი – აგენტურა აგენტურაა, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში როგორი გადაადგილება იქნება, აგენტურული პოლიტიკური ჯგუფები ამ ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანენ
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა
"დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე''- გიორგი პატარიძეზე
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის