ნიკა გვარამია – არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან "ნაციონალური მოძრაობა" და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია "ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან

არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან „ნაციონალური მოძრაობა", სამწუხაროდ, არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია „ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, პრაქტიკულად, ისინი დღეს არ ტოვებენ.

„ამასთან დაკავშირებით უკვე გითხარით, რომ ჩვენ რეაგირება არ გვექნება, რათა არავის არაფერი ვათქმევინოთ. არ ვიცი, ვინ რა დააზიანა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" ადგილას საკუთარ თავზე და საკუთარ როლზე კაცობრიობის ისტორიაში ამხელა წარმოდგენა არ მექნებოდა. ყველანი ვმუშაობთ და ვისაც შეუძლია მუშაობა, ჩვენთან ერთად იმუშაოს. არავინ არის მოტივირებული, „ნაციონალური მოძრაობა" დააზიანოს - ამ ყველაფერს თავადაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვას იმის შესახებ, რომ „ალიანსში არსებულ არეულობას თქვენ გაბრალებენ", გვარამიამ აღნიშნა:

„ვერ გიპასუხებთ, რადგან ზუსტად არ ვიცი ეს ტერმინოლოგია. თუმცა, თუ ვინმეზე დგას ალიანსი - მათ შორის კოალიციაზე „ცვლილებისთვის", დანამდვილებით შემიძლია გითხრათ".

 





მსგავსი სიახლეები
ნიკა გვარამია – არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან "ნაციონალური მოძრაობა" და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია "ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან
ნაოსნობაში ახალი წესებია - პირველი ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული
აბას არაღჩი – ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა, სხვა არც ერთ ქვეყანას ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვს
გიორგი პატარიძე – კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე
ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო