ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება

დღეს საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვას, ამიტომ არ გვიკვირს, როგორც იქცევიან ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ელენე ხოშტარია არის გამორჩეული ლიდერი, ადამიანი, რომლის გატეხაც ვერ შეძლო ხელისუფლებამ".

 

„ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც დაცლილია ქრისტიანული, სახარებისეული ღირებულებებისგან, არაჰუმანური ქმედებებით არის გამორჩეული. მათ აქვთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას არ ითვალისწინებს. ამიტომ არ გვიკვირს, როგორც იქცევიან ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. ელენე არის გამორჩეული ლიდერი, ადამიანი, რომლის გატეხაც ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლებამ. მათ აქვთ ძალიან მცდარი პოზიცია, რომ ამ არაჰუმანური ქმედებით შეუძლიათ, ელენეს რამე დააკლონ. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენეს სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
,, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება''-კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია''- ბიძინა გიორგობიანი
ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა
მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა
ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა
თენგიზ შარამანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით
ტატა ხვედელიანი – პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, რაზეც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს