ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა

ეკონომიკურ ურთიერთობებს წინ არაფერი უდგას. ეს ბევრჯერ მითქვამს. რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა - სხვა, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

გვარამიამ უპასუხა კითხვას: „სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, უნდა ჰქონდეს თუ არა ირანთან მჭიდრო კავშირი?"

 

„შეუძლებელია, საქართველოს ირანთან ჰქონდეს სტრატეგიული მოკავშირეობა. ეს ვერ წარმომიდგენია. სამხედრო სფეროში, უშიშროების სფეროში, ტერიტორიაზე ირანული ინფილტრანტების გატარების სფეროში როგორ შეიძლება ურთიერთობა ირანთან, რომელიც ვნახეთ, რას აკეთებდა რამდენიმე თვის წინ და ზოგადადაც რას აკეთებს", - აღნიშნა გვარამიამ.

 

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ შეაფასებდა სომხეთში ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, გვარამიას თქმით, სომხეთისა და ირანის ურთიერთობას ისტორიული ფესვები აქვს.

 

„სომხეთი ევროკავშირისკენ ისწრაფვის თუ არა, ჯერ ამის შესახებ უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია, მაგრამ სომხეთისა და ირანის ურთიერთობას აქვს ისტორიული ფესვები. ძალიან დიდი ხანია უკვე, რომ სომხეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, რუსეთთან ერთად, არის ირანი. ეს კარგი ცხოვრებისგან არ ხდება, მათ შორის, გეოგრაფიის ბრალია. თუმცა საქართველო ნამდვილად ვერ იდგება იმავე პოზიციაზე. ისტორიულ წინაპირობებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველო არის ევროპული ორიენტაციის და ბევრად უფრო ევროპული ქვეყანა. კვლავ ვიტყვი, არ მიხარია ჩვენი მეგობარი სომხების ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, თავისი ისტორიული და გეოპოლიტიკური წინაპირობები ჰქონდა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 





მსგავსი სიახლეები
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
,, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება''-კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია''- ბიძინა გიორგობიანი
ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა
მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა
ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა
თენგიზ შარამანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით
ტატა ხვედელიანი – პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, რაზეც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს