შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი", „კოკაინი", „ალფა-პვპ", „კლეფედრონი", „მდმა", „ბუპრენორფინი", „ტრამადოლი", „დიაზეპამი", „კოდეინი", „მეთადონი" და „კანაფი". ასევე, განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ირაკლი კობახიძე – მადლობა შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, დამხობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა
პრემიერი - ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ
53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს - ბრალდებულებს შორის სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ალექსანდრე დარახველიძე - შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს