ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი, აუტანელია ის, რომ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწოროთ, - ამის შესახებ „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს.
ელენე ხოშტარიას ციხიდან მიმართვა „დროას" ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს, რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ჩემ გამო ასე შეწუხდით. დღეს სამინისტროსთან რომ ყოფილა შეკრება, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავინახე. მთლად დავიწვი სირცხვილით. მართლა ძალიან მერიდება, რომ რაღაც ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან ადამიანები.
მინდა, გითხრათ და ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე „ქოცი", ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული, მსხვერპლის როლში დამინახავს. არ არსებობს, ვერც თავიანთ მოგონილ კამერაში, ვერაფერში ვერ დამინახავენ. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი, ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან, აუტანელია ის, რომ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწაროთ ჩვენ. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია. შეხედეთ მეორე მხრიდან, რეების კეთება უწევთ, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ და არაფერი არ გამოსდით. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩემზე მართლა არ ინერვიულოთ. საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ - რაც უნდათ, ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს დამაკლებენ.
უდიდესი მადლობა მაკა იოსელიანს. ისე მერიდება, ეგეც რომ შეაწუხეს და რაც მთავარია, სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა დათო ქაშიაშვილს, დღეს ის მიდის პროკურატურაში. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს იბარებენ პროკურატურაში. ეს დევნის ახალი ეტაპია. სრული მხარდაჭერა პირადად ქაშიკას, „ფორმულას", „ტვ პირველს", რომელიც ასევე მსხვერპლი იყო. ისინიც დგანან დღეს ბრძოლის წინა ხაზზე. ერთმანეთს ყველაფერში გვერდში უნდა დავუდგეთ. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი გვერდში დგომის. არ ინერვიულოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს დაგვაკლებენ. რაც მთავარია, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში ყველა კრიზისის დროს", - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.
მსგავსი სიახლეები
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
,, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება''-კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია''- ბიძინა გიორგობიანი
ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა
მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა
ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა
თენგიზ შარამანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით
ტატა ხვედელიანი – პარლამენტის წევრებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მოხდა, რაზეც გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, ბოდიშებით ვერ შემოიფარგლებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი აგებს პასუხს
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
თავმჯდომარე ქვეყნის რანგში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს