„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს

 

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. 

 

როგორც კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე.

 

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ყოველივე ეს ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ეს მართლაც ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობისა და პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს.

 

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას გადაგიხდით ვიზიტისთვის, დათმობილი დროისა და ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებისადმი გულწრფელი ერთგულებისთვის. ბატონო კობახიძე, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადავწყვიტე გადმოგცეთ „მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი. ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა. დაე, ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო იყოს ყაზახეთის ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატულება ქართველი ხალხისადმი და თქვენდამი ჩემი პირადი დაფასების ნიშანი, ბატონო პრემიერ-მინისტრო", - აღნიშნა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით მათიკაშვილი – როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მნიშვნელოვანია, ამ მოცემულობაში, ვინ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს შეთანხმება, ელენე ხოშტარიამ კლინიკა „ვივამედში“ გაიაროს დამატებითი კვლევები
„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე
„ვრჩები პარტიაში, არაერთგზის მაქვს ნათქვამი... „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ დემარშს არ აპირებს“ - თინა ბოკუჩავა
მარიამ ქვრივიშვილი: „ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის"
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
,, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება''-კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია''- ბიძინა გიორგობიანი
ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა
მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა
ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა