ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის "მეგობრობის" საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
"ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის. ჩვენ ვამაყობთ ამ ძლიერი მეგობრობითა და პარტნიორობით. ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მტკიცედ ვართ განწყობილნი, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დღევანდელი დღე უკვე ისტორიულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის მტკიცე სურვილისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
დავით მათიკაშვილი – როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მნიშვნელოვანია, ამ მოცემულობაში, ვინ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს შეთანხმება, ელენე ხოშტარიამ კლინიკა „ვივამედში“ გაიაროს დამატებითი კვლევები
„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე
„ვრჩები პარტიაში, არაერთგზის მაქვს ნათქვამი... „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ დემარშს არ აპირებს“ - თინა ბოკუჩავა
მარიამ ქვრივიშვილი: „ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის"
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში
„მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა''- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
,, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება''-კასიმ-ჟომარტ ტოკაევი
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის” საპატიო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა
„ბრიუსელის ფავორიტს შეუძლია ირანთან ილაპარაკოს, მაგრამ საქართველოს თურმე არ შეუძლია''- ბიძინა გიორგობიანი
ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე "ქოცი" მსხვერპლის როლში დამინახავს, ძალიან ძლიერად ვარ
ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა
მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა
ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი – საქართველოში ვიმყოფებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხების განსახილველად
მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ბექა დვალს შეხვდა