კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ

 

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დოჰაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი დაესწრებიან. შეხვედრა 30 ივნისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

„დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიმდინარე კვირაში დოჰაში გაემგზავრებიან მაღალი დონის შეხვედრებზე დასასწრებად, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხილვას. ამ მაღალი დონის მოლაპარაკებების პარალელურად, ტექნიკური მოლაპარაკებებიც გაგრძელდება", - განაცხადა ლევიტმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს.

„რაც ჩვენ გვეხება, ჩვენ ვასრულებთ ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ძალადობას ძალადობით უპასუხებენ. იყო თავდასხმები კომერციულ გემებზე, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, უპასუხა და ეს გაგრძელდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება. პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, სურს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. ირანელებისთვის საუკეთესო იქნება, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რადგან პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ არ ეშინია ჩვენი სამხედრო ძალის გამოყენების", - განაცხადა ლევიტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ
ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ
ევროკომისია – მთელი ევროპის მასშტაბით პრაიდის თვემ ადამიანები გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, ევროპა ამაყობს
პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება – სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ისრაელის მთავრობის მიერ „სომეხთა გენოციდის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მსგავსი ნაბიჯები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას
ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა
გერმანიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
აშშ და ირანი კვლავ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აღარ შეუტევენ - Axios
აშშ-ში ტყის ხანძრის ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა
Observer – კირ სტარმერი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობითაა დაინტერესებული
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ეს ბევრ რამეს გვასწავლის
The Times of Israel - ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ევროს დახმარება გამოყო
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა
„პოლიტიკო“ – ვატიკანი ევროკავშირს ომის საკითხებში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა