ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე, დნეპრზე, ხერსონზე, ხარკოვზე, დონეცკისა და სუმის ოლქებზე განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა მომავალშიც გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხის გაცემას ისე, რომ ომის გაგრძელების კუთხით მოსკოვის შესაძლებლობები შემცირდეს.
„რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთს ყველა ამ დარტყმაზე. ამას ვაკეთებთ ისე, რომ პირველ რიგში ზიანი მიადგეს რუსეთის სახელმწიფოს სისტემას და რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი", - აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.
ზელენსკის თქმით, ომისა და უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების ერთ-ერთი შედეგი რუსეთში არსებული ბენზინის დეფიციტია.
„ჩვენ ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში და მაქსიმალურად ვართულებთ ჩვენი მიწის ოკუპაციის გაგრძელებას",- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი რუსული იერიში ფიქსირდება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე 15-ჯერ გადადო დონეცკის ოლქის აღების ვადები.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მომდევნო კვირებში პარტნიორების მხრიდან პოზიტიურ გადაწყვეტილებების მიღების იმედი აქვს.
„ივნისი-ივლისი უნდა იყოს შედეგიანი უკრაინისთვის, პირველ რიგში ჩვენი საერთო ძალისხმევისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მშვიდობა საჭიროა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მსგავსი სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ
ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ
ევროკომისია – მთელი ევროპის მასშტაბით პრაიდის თვემ ადამიანები გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, ევროპა ამაყობს
პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება – სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ისრაელის მთავრობის მიერ „სომეხთა გენოციდის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მსგავსი ნაბიჯები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას
ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა
გერმანიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
აშშ და ირანი კვლავ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს აღარ შეუტევენ - Axios
აშშ-ში ტყის ხანძრის ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა
Observer – კირ სტარმერი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობითაა დაინტერესებული
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ეს ბევრ რამეს გვასწავლის
The Times of Israel - ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ევროკავშირმა ვენესუელაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 5 მილიონი ევროს დახმარება გამოყო
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა
„პოლიტიკო“ – ვატიკანი ევროკავშირს ომის საკითხებში ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა