ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით
ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვართ ყაზახეთის ძლიერი წინსვლითა და პროგრესით, ეკონომიკური მიღწევებით, რეგიონულ და გლობალურ ჭრილში პოლიტიკური პოზიციების გამყარებით.
ყაზახეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გილოცავთ რეფერენდუმის ჩატარებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ყაზახეთის მოდერნიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერება მართლაც შთამბეჭდავია და ძალიან გვახარებს მოვლენების ამგვარი განვითარება თქვენს ქვეყანაში. მოუთმენლად ველით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ყველა მიმართულებით. თანამშრომლობის პოლიტიკური განზომილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ფორმატებში კარგი თანამშრომლობისთვის. ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით გვაქვს ძალიან პოზიტიური ტენდენციები და დარწმუნებული ვართ, ეს ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომის გაღრმავებისთვის", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაა ჩამოყალიბებული ამ აგენტურაში
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები
ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება
ცოტნე ივანიშვილი – პარლამენტში მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მიჩენს კითხვას, რა მიზანი ჰქონდა პროვოკაციას, ფაქტი ფაქტად რჩება, პროვოკაცია მოდიოდა გახარიას პარტიის წევრებიდან
ცოტნე ივანიშვილი – საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
ცოტნე ივანიშვილი – არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის
ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე
დავით მათიკაშვილი – როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მნიშვნელოვანია, ამ მოცემულობაში, ვინ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს შეთანხმება, ელენე ხოშტარიამ კლინიკა „ვივამედში“ გაიაროს დამატებითი კვლევები
„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე
„ვრჩები პარტიაში, არაერთგზის მაქვს ნათქვამი... „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ დემარშს არ აპირებს“ - თინა ბოკუჩავა
მარიამ ქვრივიშვილი: „ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის"
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში