ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება

ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ოლჟას ბეკტენოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ოლჟას ბეკტენოვის თქმით, ყაზახეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას.

 

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობების დინამიკური განვითარების დასტურია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, ურთიერთნდობასა და მტკიცე პარტნიორობას. გუშინ თქვენ ნაყოფიერი შეხვედრა გამართეთ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევთან. ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად გილოცავთ ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს - „მეგობრობის" ორდენის მიღებას. ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას. ვაჭრობა და საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნათლად მიუთითებს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვან პოტენციალზე.

 

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 570 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დღეს ყაზახეთში 600-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს ქართული მონაწილეობით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საინვესტიციო აქტივობის გასაძლიერებლად გთავაზობთ, მთავრობათაშორისმა კომისიამ შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებები ახალი ერთობლივი პროექტების დასაწყებად და სამრეწველო თანამშრომლობის გასაფართოებლად. განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დაეთმოს შემდეგ მიმართულებებს: სურსათის გადამუშავება, ნავთობქიმია, სატრანსპორტო მომსახურება, წარმოების მრეწველობა, სამშენებლო მასალები და ლოგისტიკა.


ყაზახეთის მთავრობა მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან", - განაცხადა ოლჟას ბეკტენოვმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაა ჩამოყალიბებული ამ აგენტურაში
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები
ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთი ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოსთან ექნება გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება
ცოტნე ივანიშვილი – პარლამენტში მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მიჩენს კითხვას, რა მიზანი ჰქონდა პროვოკაციას, ფაქტი ფაქტად რჩება, პროვოკაცია მოდიოდა გახარიას პარტიის წევრებიდან
ცოტნე ივანიშვილი – საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
ცოტნე ივანიშვილი – არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის
ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე
დავით მათიკაშვილი – როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მნიშვნელოვანია, ამ მოცემულობაში, ვინ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს შეთანხმება, ელენე ხოშტარიამ კლინიკა „ვივამედში“ გაიაროს დამატებითი კვლევები
„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტია უნდა გადავიდეს წევრების მიერ უშუალო, ჰორიზონტალურ მართვაზე
„ვრჩები პარტიაში, არაერთგზის მაქვს ნათქვამი... „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ დემარშს არ აპირებს“ - თინა ბოკუჩავა
მარიამ ქვრივიშვილი: „ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის"
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს - ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს - მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის, განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში