ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებულიყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება

ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს და გერმანიას წლების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებდათ, რისთვისაც საქართველო გერმანიის მადლიერია და, სამწუხაროდ, პეტერ ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს.

 

„თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და გერმანია გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას და ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში. პრინციპში, ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და დიდი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ, ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება", - აღნიშნა პრემიერმა.

 

ცნობისთვის, პეტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე – პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაზიანებულიყო საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება
ნიკა გვარამია – არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან "ნაციონალური მოძრაობა" და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია "ახალს" და მის ლიდერებს თავს არ დაესხან
ნაოსნობაში ახალი წესებია - პირველი ივლისიდან წყალში გასვლა ახალ პასუხისმგებლობასთან იქნება დაკავშირებული
აბას არაღჩი – ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის აღდგენა მხოლოდ ირანის პასუხისმგებლობაა, სხვა არც ერთ ქვეყანას ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვს
გიორგი პატარიძე – კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ
მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი - ზაფხულის უსიამოვნო თანამგზავრი. როგორ შევირგოთ ზაფხულის დასვენება დისკომფორტის გარეშე
აშშ-ის საელჩო – DFC-მა კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას მოხმარდება
ჩეხეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უჩივლა
პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები
მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს "კვებავენ"-რომის პაპი
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
ირაკლი კობახიძე -"ჯარის ბანაკი" ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
თინა ბოკუჩავა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჩვენში დაინახოს სანდო და ძლიერი ალტერნატივა
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგზე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საუბარი არ გვინდა და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს
ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ -მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე
ლაშა ფარულავა - თინა ბოკუჩავას განცხადებას არ ვეთანხმები, ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი
,,არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი''- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე