მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას და პრიორიტეტულ მიმართულებებს დაეთმო.

 

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შუა დერეფნის განვითარება, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.

 

„პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის შუა დერეფნის განვითარება, ყაზახეთს აქვს დიდი ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენც გვაქვს დიდი ინტერესი ყაზახეთთან განვავითაროთ თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ორივე ქვეყნის მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ დაკავშირებადობას, ეკონომიკური განვითარებასა და კეთილდღეობის ზრდას.

 

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, რათა უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნესკავშირები, ხალხთა შორის კავშირები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და, ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რაც სასიკეთო იქნება როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა
ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაა ჩამოყალიბებული ამ აგენტურაში
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები
ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით