შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი, დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და, შესაბამისად, უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე.
„იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა PABSEC, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.
ამ რთულ ვითარებაშიც კი გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკ-მა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე. BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა" აქციეს ჩვენი ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს. როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას - ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები ასევე აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ ავანტიურისტი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა
ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაა ჩამოყალიბებული ამ აგენტურაში
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები
ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით