შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მისივე თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.
„უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედის მომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა
ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაა ჩამოყალიბებული ამ აგენტურაში
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები
ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთში ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით