შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია

ალბათ ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი არ დაემშვიდობა არც საქართველოს პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს და არც პარლამენტს, რითაც აჩვენა, რომ უბრალოდ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

 

„ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჰქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია. იმედი მაქვს, მისი წასვლა იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების, ახალი დასაწყისის საფუძველი. არაერთხელ გვითქვამს, რამხელა მადლიერებაა ქართველ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს.

 

ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსდგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა სამ წელიწადში დაანგრია იმ მხრივ, რომ აჩვენებდა ყველანაირ ნეგატიურ განწყობას ქართულ სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.





მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა
ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაა ჩამოყალიბებული ამ აგენტურაში
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები
ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად