შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება.
„ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას.
როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს.
ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა
ირაკლი კობახიძე – ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა მძიმე მდგომარეობაა ჩამოყალიბებული ამ აგენტურაში
სულხან თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები
ყაზახეთის პრემიერი – მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მზარდ როლს, საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
პეტერ ფიშერი – ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა, მადლობა, ბედნიერად