დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი

მინდა, ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, პატრიოტის მოსაზრება დარჩეს: ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით - პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტის, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად უკრაინაში მყოფმა დავით საყვარელიძემ „ფორმულას" ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, შეერთებული შტატები ალბათ დაიწყებს ლოჯისტიკის გადალაგებას.

 

„აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან ასე თუ ისე დაპირისპირება მომავალში და საქართველოს პორტები, საქართველოს ტერიტორია, სომხეთის ტერიტორია, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, მაგალითად, კორეის და ვიეტნამის დროს შეერთებული შტატების მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი, რამაც ააყვავა და ფეხზე დააყენა ისევ იაპონია. ვინც არ იცით და ბევრმა ალბათ, არ იცით, როდესაც მე ვსწავლობდი იაპონიაში, ყველა ჩემი პროფესორი ამას მიხსნიდა, რომ იაპონია დააქცია ომებმა, მაგრამ ააშენა ასევე ომებმა, როცა ჩვენ გავხდით კორეის და ვიეტნამის ომში მთავარი დასაყრდენი და ლოგისტიკური ცენტრი", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

 

დავით საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, მისი შენაერთების განლაგება, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე.

 

„საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირი ამ დროს, იქ წარმოების გადატანა, იქ თავისი შენაერთების განლაგება იმისთვის, რომ რუსეთი ხვალ არ შემოვარდეს და საქართველო ისევ არ დაიპყროს, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე.

 

ივანიშვილი, ბუნებრივია, ამაზე წამსვლელი არ არის, რადგან ფიზიკურად ეშინია პუტინის. ეშინია, იცის, რომ მაგალითად, შარლ მიშელი ახლა მას ბალისტიკურ რაკეტას შეიძლება, არ ესვრის. პუტინის ეშინია, ჰგონია, რომ ის ესვრის მაგალითად, ისკანდერს მის სასახლეში და ამით დამთავრდება ყველაფერი. ამიტომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მასთან და არავისთან შესვლა არ უნდა. ამაზე ხელს არ მოაწერს თავისი პირადი უსაფრთხოების და ეკონომიკური, ფინანსური გაანგარიშების მიზნით", - განაცხადა დავით საყვარელიძემ

 





მსგავსი სიახლეები
,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი
სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება
თამარ ტალიაშვილმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა