პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა

 

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მუზეუმს გადასცა.

მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად აბრუნებდა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენს, რომელიც მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში მიიღო, თუმცა ჯილდოს უკრაინას არ უბრუნებს.

„ყველას, ვინც ამ მუზეუმს სტუმრობს - როგორც პოლონელ, ასევე უცხოელ სტუმრებს - ჰქონდეთ დამატებითი მიზეზი, დაფიქრდნენ ვოლინის ხოცვა-ჟლეტის სისასტიკესა და საზარელ ბუნებაზე. დაე, ეს ჯილდო გახდეს ვოლინის ხოცვა-ჟლეტის დროს სასტიკად მოკლული ათიათასობით უდანაშაულო პოლონელის ხსოვნის სიმბოლო. რადგან კორუმპირებული უკრაინული ელიტა ამის გაკეთებას ვერ ახერხებს, მე ამას მათთვის გავაკეთებ", - განმარტა მორავეცკიმ.

მორავეცკის ინიციატივით, უნდა განახლდეს კანონპროექტის განხილვა და მიღება, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს „ბანდერიზმთან" დაკავშირებული სიმბოლოების პოპულარიზაციისთვის.

ცნობისთვის, პოლონეთისბ პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი მას შემდეგ ჩამოართვა, რაც ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხეთა არმიის" სახელი უწოდა. როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ" 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვა „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" მინიჭებულ ორდენის კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს. სიბიგას მსგავსად, ჯილდოზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა: ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა
ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ
მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა
კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ
ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ
ევროკომისია – მთელი ევროპის მასშტაბით პრაიდის თვემ ადამიანები გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, ევროპა ამაყობს
პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება – სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ისრაელის მთავრობის მიერ „სომეხთა გენოციდის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მსგავსი ნაბიჯები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას
ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა
გერმანიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა