,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
მსგავს „ანალიტიკოსებს" ვურჩევ, შეიძინონ პოლიტიკური რუკა და ნახონ, რა რეგიონშია საქართველო, ნახონ მისი მეზობლები, პოტენციური სატრანსპორტო დერეფნები და როცა რუკას დახედავენ, მათთვის ნათელი გახდება, რა მნიშვნელობა აქვს ყაზახეთს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" ანალიტიკოსმა ირაკლი გოგავამ ქართული ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ წონასთან დაკავშირებით სკეპტიკური განცხადებების შეფასებისას.
გოგავას თქმით, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია.
„მათი პოტენციალი არის უზარმაზარი, ვინაიდან აქვთ დემოგრაფიული ზრდა, ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი რაოდენობა და მათი განვითარება ათწლეულების განმავლობაში არის გარდაუვალი. ამას ვერ ვიტყვი დასავლეთის ქვეყნებზე. მაგალითად, ევროკავშირში სტაგნაციაა, მათი ბუნებრივი რესურსები არის შეზღუდული. ისინი დამოკიდებულები არიან, მსოფლიოს და მათ შორის, შუა აზიის და ყაზახეთის რესურსებზე, როგორც ნედლეულზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პერსპექტიული ვექტორები, რა თქმა უნდა, არის ცენტრალური აზიის ქვეყნები - ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ვინაიდან განვითარება სწორედ აქეთ მოდის. ისინი ესაზღვრებიან ასევე ჩინეთს, რომელიც ასევე აღმავალ ვექტორზეა.
ყაზახეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ტრადიციული ბაზრის ქვეყნებია. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც საქართველოში სწორედ ამ მიმართულებით პროექტები განიხილა, ნახა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზის შესაძლებლობებს გაეცნო და შეერთებული შტატები მხარს უჭერს შუა დერეფნის განვითარებას - საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის - ცენტრალური აზიის მიმართულებით.
ამიტომ ვფიქრობ, საქილიკო, აქ არაფერია, პირიქით, ეს არის ჩვენთვის ძალიან პრაგმატული მიმართულება. ალბათ, ამ რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან პოტენციალი არის უზარმაზარი", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.
მსგავსი სიახლეები
,, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია''- ირაკლი გოგავა
დავით საყვარელიძე – საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის, აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც შეიძლება, გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი
სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება
თამარ ტალიაშვილმა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან, უორენ დევიდსონთან და ბრაიან ბაბინთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა
კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავს მოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ
კახა კალაძე - ფიშერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს
შალვა პაპუაშვილი – აგენტურულ ჯგუფებს ახალ მობილურ ტელეფონს უყიდიან თუ აპლიკაციას დაუმონტაჟებენ, არსი არ იცვლება, აგენტურა არის აგენტურა
შალვა პაპუაშვილი – პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია
ირაკლი ზარქუა – "ნაცებში" ისეთი პროცესებია, მტერს არ ვუსურვებ, რაში გვაინტერესებს, ნანულას ციფრულად აირჩევენ თუ სოციალური ქსელით, „ნაცების“ თემა ჩავლილია
შალვა პაპუაშვილი – იმედის მომცემია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა, რაც რეგიონისთვის მეტი სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის
შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებებს
ირაკლი კობახიძე – ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა