აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ

 

აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი კანონი ოფიციალური გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ შევა ძალაში.

შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე კანონებში "ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ" და "ბავშვთა მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ", ქვეყნის პარლამენტმა 30 ივნისს, მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

ახალი რეგულაციით, 16-დან 18 წლამდე მოზარდები სოციალურ ქსელებში ანგარიშის შექმნასა და გამოყენებას მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეძლებენ.

მომხმარებლის ასაკის დასადასტურებლად გამოყენებული იქნება საბანკო ბარათი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. საბანკო ბარათიდან მცირე თანხა დროებით ჩამოიჭრება, რომელიც შემდგომ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

მომხმარებლის მონაცემების სისწორის გადამოწმების პასუხისმგებლობა სოციალური ქსელების მფლობელებს დაეკისრებათ.
კანონი დამატებით ავალდებულებს უცხოურ სოციალურ პლატფორმებს, აზერბაიჯანში გახსნან ფილიალი ან წარმომადგენლობა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისთვის საკონტაქტო ცენტრი შექმნან.

თუ პლატფორმა შესაბამის მოთხოვნებს ნუსხაში შეტანიდან ექვსი თვის განმავლობაში არ შეასრულებს, მას 400 000 აზერბაიჯანულ მანათამდე (დაახლოებით 235 ათასი აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრება. განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში კი ქვეყანაში მისი ინტერნეტ ტრაფიკი ეტაპობრივად შეიზღუდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა
ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ
მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა
კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ
ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ
ევროკომისია – მთელი ევროპის მასშტაბით პრაიდის თვემ ადამიანები გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, ევროპა ამაყობს
პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება – სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ისრაელის მთავრობის მიერ „სომეხთა გენოციდის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მსგავსი ნაბიჯები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას
ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა
გერმანიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა