,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
რუსეთი სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი კონტაქტებს ახორციელებს სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების შესაძლო იმპორტთან დაკავშირებით.
"გასაგები მიზეზებით, ამაზე არ ვილაპარაკებთ. კონტაქტები ხორციელდება. თუ მიღწეული იქნება შეთანხმებები მისაღებ ფასებად, ეს მოხდება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ბაზრის სტაბილიზაციის გზაზე, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა შევამციროთ", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, აქამდე რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის ხელისუფლება წარმოებული საწვავის "ევრო-2" სტანდარტამდე შემცირებას განიხილავს და მსგავსი დაბალი ხარისხის საწვავი არაუსაფრთხო იქნება თანამედროვე ავტომობილებისთვის.
ასევე, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტირებას იწყებს. Reuters-ის ცნობით, ბენზინი რუსეთის ერთ-ერთ დასავლეთ პორტში უნდა მიიტანონ აზიის ქვეყნიდან. წყაროებმა არ დააზუსტეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან იქნება ბენზინი.
მსგავსი სიახლეები
,,რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს''- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიასა და აიდაჰოში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენი ვოლინის ტრაგედიის მუზეუმს გადასცა
ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ
მედია - შვედეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მეზობლებისთვის საფრთხედ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც დარჩება
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში 3.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა
კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
კეროლაინ ლევიტი – დოჰაში დაგეგმილ აშშ-ირანის შეხვედრაში მონაწილეობას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღებენ
ნიკოლ ფაშინიანი – ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე რეაგირების აუცილებლობას ვერ ვხედავთ
ევროკომისია – მთელი ევროპის მასშტაბით პრაიდის თვემ ადამიანები გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, ევროპა ამაყობს
პეკინში სი ძინპინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის საგარეო უწყება – სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ ისრაელის მთავრობის მიერ „სომეხთა გენოციდის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მსგავსი ნაბიჯები არ უწყობს ხელს შერიგებასა და ურთიერთგაგებას
ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა
გერმანიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა